ხოშტარიასთან სამოქალაქო კლინიკის ექიმი ხვალ შევა - ადვოკატი

1 hour ago 3

ელენე ხოშტარიას ადვოკატი შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმედება. მისი ინფორმაციით, ხვალ, 24 ივნისს იგეგმება პენიტენციურ დაწესებულებაში სამოქალაქო კლინიკის ექიმის ვიზიტი. ამის შემდეგ კი გადაწყდება მკურნალობის გზები.

„ვიზუალურად შესამჩნევი ცვლილებებია. ეს არის მდგომარეობის გაუარესება თუ ზოგადი დინამიკის მახასიათებელია, ეს არ ვიცი. მოძრაობასთან და ტკივილთან დაკავშირებით გვაქვს მნიშნელოვანი რეგრესი - ტკივილი მუდმივად აქვს, მაგრამ რაიმე ეფექტიანი სამედიცინო მომსახურება არ გაწევია...“ - თუთბერიძის თქმით, ამის დასტურია ისიც, რომ პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსს ტკივილის გამო სახსრების გადახვევა დასჭირდა.

მასალა განახლდება

სრულად წაკითხვა