3
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. შესაბამისი განცხადება, მან სასამართლო სხდომაზე, მოსამართლის კითხვის პასუხად გააკეთა.
“ცნობთ თუ არა წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ?” – მიმართა მას მოსამართლემ, რაზეც ღარიბაშვილმა უარყოფითი პასუხი გასცა და უპასუხა: “არა”.
ამასთან, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა კიდევ ერთი კითხვით: „ქართულ ენას სრულყოფილად ფლობთ?“ რაზეც ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ “ცდილობს”. მოსამართლემ ღარიბაშვილს ამ პასუხის გამო, შენიშვნა მისცა.
“ხუმრობა არ მეშლება, მაგრამ პროცესზე ჩარჩოებში “ჩავჯდეთ”, – მიმართა მოსამართლემ ღარიბაშვილს. (ამბები.ჯი)
საერთაშიროსო alia.ge