WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ასაკობრივი პენსია საკმაოდ დიდი მოცულობით და შთამბეჭდავი ტემპით იზრდება, მან ამის შესახებ განცხადება ტვ იმედის ეთერში გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ჩართივსას გააკეთა.

მიხეილ სარჯველაძემ 70 წლამდე პირების 20-ის ნაცვლად პენსიის 45 ლარით ზრდა მაღალ ეკონომიკირ ზრდას დაუკავშირა. მანვე ხელისუფლების პოლიტკა წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა რომ წლიდან წლამდე სოციალური პროექტების მხარდაჭერისთვის უკეთესი შესაძლებლობები ჩნდება.

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის მიხედვით, რომელიც პარლამენტს განსახილველად 30 სექტემბერს გადაეცა, 70 წლამდე პირების ასაკობრივი პენსია 20 ლარით, 370-დან 390 ლარამდე ეზრდებოდათ. გადაწყვეტილებას მომატებული თანხის სიმცირის გამო კრიტიკა მოჰყვა. 12 ოქტომბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 70 წლამდე პირების პენსია 20-ის ნაცვლად, 45 ლარით 415 ლარამდე გაიზრდებოდა. 70 წლისა და უფროსი ასაკის პირებს ცვლილება არ შეხებიათ, მათი პენსია 60 ლარით, 495-დან 555 ლარამდე იზრდება.

პენსიის ზრდაზე კომენტარი, პარლამენტარმა პაატა კვიჟინაძემაც გააკეთა, მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ დეპუტატის ხელფასი 1080 ლარით გაიზარდა, ეს ბიუჯეტს ₾1.3 მლნ ლარი დაუჯდება, პენსიის ყოველი 1 ლარით მატება კი ₾11 მლნ.