ჯარისკაცებს არჩევნების წინ პირადობები ჩამოართვეს, აპირებენ ხმების გატაცებას – “ძლიერი საქართველოსთვის”

1 month ago 9

კოალიცია “ძლიერი საქართველოსთვის” წარმომადგენელი გორში აცხადებს, რომ ჯარისკაცებს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს და ამ გზით, მათ 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლებას უზღუდავენ. გელა შარვაშიძე კონკრეტულ ფაქტზე მიუთითებს და სადამკვირვებლო მისიებს განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენას დახურულ საარჩევნო უბნებზე სთხოვს.

“მოხდა ფაქტი – ჯარისკაცებს ჩამოართვეს პირადობის მოწმობები და რომ ეკითხებიან, როდის დაუბრუნებენ, ზემდგომები პასუხობენ, რომ – 26 ოქტომბრის შემდეგ. თუ გვაქვს რაიმე ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ მსგავსი ბარიერების აღსაკვეთად, დახურულ ზონებში გვყავდეს ჩვენი წარმომადგენლობა, თუ არა და მოვუწოდოთ ეუთოს დამკვირვებლებს, რომლებიც გააკონტროლებენ ამ ყველაფერს, რადგან ძალიან ბევრი ხმა იქნება იქიდან გატაცებული. მინდა ვთხოვო ყველას, ამაზე გაამახვილონ ყურადღება, რადგან დახურული ზონებიდან ხმათა დიდი რაოდენობა მიდის”, -აცხადებს გელა შარვაშიძე.

სრულად წაკითხვა