ილია თოფურიას განცხადებას, რომელშიც ქართველი მებრძოლი ჯასტინ გეიჯის ხელთათმანების შემოწმებაზე საუბრობს, გეიჯიც გამოეხმაურა.
"94 დღე და საუკეთესო, რაც მოიფიქრე, ეს სუსტი გამართლებაა. ისეთივე ცუდია, როგორიც შენი ბოლო გამოსვლა. უკეთესად შეგიძლია, ბიჭო“, - დაწერა გეიჯმა.
ამ პასუხით ამერიკელმა მებრძოლმა თოფურიას მინიშნება, თითქოს მისი ხელთათმანების შემოწმება მომავალში აუცილებელი იქნება, ფაქტობრივად, თავის მართლებად შეაფასა.
ცნობისთვის, 15 ივნისს, ილია თოფურია, თეთრ სახლში, UFC-ის ღონისძიებაზე, მთავარ ბრძოლაში, ამერიკელ ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა. ეს ილიასთვის კარიერის პირველი მარცხია.
წყარო: palitravideo.ge
sport24