„ჯერ საქართველო“ — ახალმა ოპოზიციურმა პარტიამ სადამფუძნებლო ყრილობა ჩაატარა

1 hour ago 1

ვიქტორ ყიფიანმა, ახალი პოლიტიკური პარტია, „ჯერ საქართველო“ დააფუძნა. დღეს, 28 ივნისს გაიმართა პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა.

ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს ვიქტორ ყიფიანი. პარტიის თანადამფუძნებლები და მრჩევლები არიან ნიკოლოზ ალავიძე და გიორგი ტუმასიანი.

პოლიტსაბჭოში შედიან: ვახტანგ კაპანაძე, ვალერი ჩეჩელაშვილი, რუსუდან თევზაძე, ნიკოლოზ ხატიაშვილი, გიორგი ანთაძე.

სარევიზიო კომისია: თავმჯდომარე გიორგი შალამბერიძე; წევრები — ბექა ბოჭორიშვილი, ივერი მისრიაშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი.

პარტიის აღმასრულებელი მდივნის პოსტს ზურა შარაშენიძე იკავებს. სამდივნო დაკომპლექტდა პარტიის შემდეგი წევრებით: ნინო სტურუა, გიორგი მსხილაძე, სანდრო სამადბეგიშვილი.

„ხშირად მითქვამს ჩემს კოლეგებთან ერთად, რომ ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია, ვიყოთ მხოლოდ ოპოზიციური პარტია, მეტზე გვაქვს პრეტენზია. ჩვენ გვინდა ვიყოთ ცვლილებებზე ორიენტირებული პოლიტიკური პარტია.

[…] რაც შეეხება სხვა პარტიებთან ურთიერთობას, ღია ვართ ყველასთან საურთიერთოდ. გვაქვს ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულება ალიანსთან მიმართებით. ვფიქრობთ, რომ „ჯერ საქართველოს“ აქვს იმის ბუნებრივი რესურსი, რომ განვითარდეს ალიანსს მიღმა. თუმცა ეს არ გამორიცხავს პირად კომუნიკაციებს, ინდივიდუალურ კონტაქტებს. ასეთი კონტაქტები იყო, არის და დარჩება ჩვენს ხელწერად“, — ამბობს პარტიის თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი.

„ჯერ საქართველოს თანამესაკუთრეობა უნდა დავიბრუნოთ, შემდეგ ლიდერის როლი რეგიონში. საქართველოს ჯერია!“ — ასეთია ახალი პოლიტიკური პარტიის მთავარი გზავნილი.

წლების წინ ვიქტორ ყიფიანი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი იყო.

სრულად წაკითხვა