"ჯილდოს გადაცემა გვსურს" - რა პრიზს უმზადებენ კვარაცხელიას ნაპოლიში?

2 weeks ago 5

ნაპოლის სპორტული დირექტორის, ჯოვანი მანას თქმით, კლუბის წარმომადგენლები ხვიჩა კვარაცხელიას და მის აგენტს შეხვდნენ, სადაც საუბარი ფეხბურთელის კონტრაქტზე მიმდინარეობდა.

როგორც მანა ამბობს, ხელშეკრულების განახლებაზე ჯერჯერობით არაფერი თქმულა და ნაპოლი არც აპირებს აჩქარებას. მათი მიზანი ისაა, რომ ხვიჩას კონტრაქტზე სეზონის დასრულების შემდეგ გაესაუბრონ, იქამდე კი მოთამაშე მატჩებზე უნდა იყოს ორიენტირებული.

სხვათა შორის, იგივე მანას სიტყვებიდან ვიგებთ, რომ ნაპოლი კვარას ჯილდოს უმზადებს, თუმცა რა სახის სიურპრიზზეა საუბარი, ეს მანას არ დაუკონკრეტებია.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელის გარემოცვა ხელფასის სახით მინიმუმ 8 მილიონ ევროს ითხოვს, იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით კი დე ლაურენტისი ამდენის გადახდას არ აპირებს.

სრულად წაკითხვა