"ჯობია მალე წავიდეს, რადგან.." - უსმან ნურმაგომედოვის "რჩევა" ილია თოფურიას

1 week ago 5

PFL-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მებრძოლი, უსმან ნურმაგომედოვი, რუსულ მედიასთან პრესკონფერენციის დროს მომავალ გეგმებზე საუბრობდა, სადაც ჩეჩენმა სპორტსმენმა აღნიშნა, რომ დიდი ალბათობით, მომავალ წელს შესაძლოა მას და ილია თოფურიას შორის ჩხუბი შედგეს.

ილიასთან დაპირისპირება ნამდვილად საინტერესო იქნებოდა, მაგრამ ამაზე წინასწარ საუბარი არ მსურს. ჯერ 3 ოქტომბერს მელის მნიშვნელოვანი რემატჩი პოლ ჰიუზთან. მიუხედავად იმისა, რომ წინა ბრძოლაში გამარჯვება მოვიპოვე, მაინც მგონია, რომ ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე არ გამოვავლინე და სწორედ ეს მინდა დავამტკიცო,“ – განაცხადა ნურმაგომედოვმა.

მისივე თქმით, თოფურიასთან შეხვედრის შესაძლებლობა რეალურია:

"შესაძლოა, ეს მოხდეს მომდევნო წლის ბოლოს ან ერთი წლის შემდეგ. იმ დროს ვილაპარაკოთ, თუ ის ისევ მწვერვალზე იქნება. იმიტომ, რომ როდესაც სპორტსმენი ასეთ სიმაღლეს აღწევს, ჯობია დროულად წავიდეს,“ – განაცხადა ნურმაგომედოვმა დაღესტანში, აბდულმანაპ ნურმაგომედოვის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ უსმან ნურმაგომედოვი ცნობილი ნურმაგომედოვების ოჯახის წარმომადგენელია – ის უმარ ნურმაგომედოვის ძმა და ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილია. ამ დროისთვის იგი PFL-ის მოქმედი ჩემპიონია და MMA-ში შეუდარებელ სერიას ინარჩუნებს – 19 ბრძოლა და 19 გამარჯვება.

სრულად წაკითხვა