ჯონათან ტას დასამატებლად ბარსელონა რამდენიმე მცველის გაშვებას განიხილავს

2 weeks ago 7

ბოლო დღეებში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ბაიერ ლევერკუზენის ცენტრალური მცველის, ჯონათან ტას ტრანსფერით ბარსელონაა დაინტერესებული.

Diario Sport-ის ინფორმაციის მიხედვით, კლუბში ფიქრობენ, რომ გერმანელი მცველის დასამატებლად რამდენიმე უკანახაზელის დათმობა იქნება საჭირო.

მომდევნო ზაფხულს ბარსელონასთვის ტას დამატება იმას ნიშნავს, რომ კლუბმა რამდენიმე მცველი უნდა გაუშვას, კანდიდატები კი ერიკ გარსია, ანდრეას კრისტენსენი და რონალდ არაუხო არიან.

- წერს ესპანური გამოცემა.

Transfermarkt-ზე მითითებულია, რომ ტას სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონი ევროა.

სრულად წაკითხვა