ჰაიდენჰაიმი სეზონს ატრიალებს - ბუდუს გუნდი ბუნდესლიგაში რჩება?

4 hours ago 4

ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰაიმმა ბუნდესლიგის ბოლოსწინა ტურში უნიონ ბერლინი გასვლაზე 3:0 დაამარცხა და უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნების შანსი დაიტოვა.

ქართველი ფორვარდი თამაშში 83-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა ჰაიდენჰაიმმა საქმე ბუდუს გამოჩენამდე მოაგვარა.

ამ მომენტისთვის ბუდუს გუნდი ბუნდესლიგის მე-16 ადგილს 29 ქულით იკავებს, ეს პოზიცია კი პლეი-აუტის ზონა გახლავთ.

მე-15 ადგილი პირდაპირ ბუნდესლიგაში დარჩენას ნიშნავს, სადაც ახლა სანკტ პაულია 31 ქულითაა. ამდენად, ბოლო ტურში ბუდუს ჰაიდენჰაიმს უმაღლეს დივიზიონში დარჩენის განაღდება შეეძლება.

ცნობისთვის, ბოლო ტურში ჰაიდენჰაიმი ვერდერს ხვდება.

სრულად წაკითხვა