სამხრეთი კორეის პოლიცია იძიებს ქვეყნის ბანკებზე კიბერშეტევების სერიას. ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, სავარაუდოდ, გამოყენებული იყო ხელოვნური ინტელექტი.
სამხრეთი კორეის შვიდი საფინანსო ორგანიზაცია, მათ შორის ყველაზე დიდი ბანკები Hana Bank, KB Kookmin Bank და Shinhan Bank გასულ კვირაში დაზარალდნენ ჰაკერული თავდასხმის შედეგად კლიენტების მონაცემების გაჟონვის გამო.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი ჯე მიონმა 6 ოქტომბერს, მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში კიბერშეტევისთვის სავარაუდოდ, გამოყენებული იყო ხელოვნური ინტელექტი, რაც დიდ შეშფოთებას იწვევს.
პრეზიდენტმა მთავრობას დაავალა საქმის სწრაფად გამოძიება და შესაბამისი პერსონალისა და რესურსების მობილიზება ზიანის მინიმუმამდე დასაყვანად.
სააგენტო Yonhap-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით 6 ოქტომბერს დაწერა, რომ სამხრეთი კორეის საფინანსო კონტროლის სამსახურმა გამოავლინა კიბერშეტევებისთვის გამოყენებული 28 IP-მისამართი აშშ-ში, იაპონიასა და კიდევ ათ ქვეყანაში.
ვარაუდობენ, რომ ეს მისამართები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჰაკერებმა გამოიყენეს ბანკების სისტემაში შესაღწევად.
- პირველ ოქტომბერს Shinhan Bank-მა დაადასტურა, რომ კიბერშეტევის შედეგად გაჟონა 25 ათასამდე კლიენტის პირადმა მონაცემებმა. დაზარალებულია Hana Bank-ის 89 კლიენტიც.
radiotavisupleba ახალი ამბები