ჰალანდი პრემირ ლიგის აგვისტოს თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

1 month ago 31

ერლინგ ჰალანდი აგვისტოს სამი ტურის შემდეგ, პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. 

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა, ინგლისის ჩემპიონატის 3 ტურში შვიდი გოლის გატანა შეძლო, მათ შორის, ორი ჰეთ-თრიქი "იპსვიჩ თაუნისა" და "ვესტ ჰემ იუნაიტედის" წინააღმდეგ. მან ასევე მოახერხა გამარჯვების გოლის გატანა "ჩელსის" წინააღმდეგ სეზონის გახსნით მატჩში. 

"აგვისტო ბრწყინვალე თვე იყო არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი გუნდისთვის და მე ვამაყობ, რომ ამაში მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანე. შვიდი გოლის გატანა სამ მატჩში შესანიშნავია, თუმცა მე აქ არ გაჩერდები და შრომას განვაგრძობ, რათა გაცილებით უკეთესი გავხდე." განაცხადა ნორვეგიელმა ჯილდოს მიღების შემდეგ.

სრულად წაკითხვა