ღაზის სექტორში "წითელი ჯვრის" წარმომადგენლებს ჰამასმა (აშშ-სა და ევროკავშირში გამოცხადებულია ტერორისტულ დაჯგუფებად) გადასცა კიდევ ერთი, მე-16 მძევლის, ცხედარი, რაც ისრაელის არმიამ დაადასტურა. ჰამასმა 13 ოქტომბერს ისრაელს გადასცა დარჩენილი 20 ცოცხალი მძევალი.
დაჯგუფებას ისრაელისთვის უნდა გადაეცა 28 დაღუპული მძევლის ცხედრები და დღემდე მხოლოდ 15-ის გადაცემა მოხერხდა, რადგან, როგორც ჰამასი აცხადებს, ძნელია გვამების მიკვლევა ომით განადგურებულ რეგიონში.
ცხედრების გაცვლა ღაზის სექტორში ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ერთ-ერთი პირობაა.

 3 days ago
                        6
                        3 days ago
                        6
                    
 
 
     
     
    





 English (US)  ·
                        English (US)  ·        Georgian (GE)  ·
                        Georgian (GE)  ·