"ჰამბურგის" მთავარი მწვრთნელი ახალწვეულ გიორგი გოჩოლეიშვილს აფასებს

1 week ago 6

"ჰამბურგის“ მთავარმა მწვრთნელმა, მერლინ პოლზინმა, ესპანეთში დასრულებული შეკრება და სატრანსფერო საკითხები შეაფასა, ასევე სხვა თემებზეც ისაუბრა — მათ შორის გუნდის ახალწვეულ გიორგი გოჩოლეიშვილზე.

"ორი ახალწვეული გვყავს — ვარმედ ომარი და გიორგი გოჩოლეიშვილი, რომლებიც გუნდს შეკრების პერიოდში შეუერთდნენ. ორივემ ვარჯიში ძალიან დადებითად დაიწყო.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, როგორ იღებს გუნდი ახალ მოთამაშეებს. ვარმედი და გიორგი თბილად მიიღეს, მათ სწრაფად მოახერხეს კოლექტივში ინტეგრირება და ვარჯიშებზე თუ თამაშებში თავიანთი შესაძლებლობები აჩვენეს.

დარწმუნებული ვართ, რომ ისინი ბუნდესლიგაში გუნდის გაძლიერებას შეძლებენ. გოჩოლეიშვილი კარგ ფიზიკურ ფორმაშია, ამიტომ მას თავიდანვე მეტი სათამაშო დრო ექნება"

— აღნიშნა "ჰამბურგის“ მთავარმა მწვრთნელმა.

სრულად წაკითხვა