ჰარი კეინმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები დაასახელა

4 days ago 7

ესპანურ Marca-ს ჰარი კეინის კომენტარი მოჰყავს, სადაც ბაიერნის ინგლისელმა ფორვარდმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები დაასახელა:

ვფიქრობ, ამ ჩემპიონთა ლიგაზე ისევე იქნება, როგორც ყოველ წელს. ბაიერნი ერთ-ერთი ფავორიტია პარი სენ-ჟერმენთან, რეალთან, ბარსელონასთან, მანჩესტერ სიტისა და ლივერპულთან ერთად. ყველა დიდი გუნდი იბრძოლებს ტიტულისთვის. ფინალამდე ჯერ შორია.

- თქვა კეინმა.

ინგლისელმა ფორვარდმა აღნიშნა, რომ ბაიერნის ფეხბურთელები მოუთმენლად ელოდებიან წილისყრას, რათა შეიტყონ თავიანთი პირველი მოწინააღმდეგის შესახებ. მაგრამ, მისი სიტყვებით, ახლა მიუნხენური გუნდი უფრო მეტად ბუნდესლიგაზე იქნება კონცენტრირებული.

სრულად წაკითხვა