ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 20 – 26 იანვარი

3 hours ago 1

რაც უფრო ახლოვდება ახალი, 2025 წლის პირველი თვის ბოლო კვირები, მით უფრო მეტი ადამიანი იწყებს ფიქრს წლის მიზნებზე და სამომავლო გეგმების კორექტირების აუცილებლობაზე. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თქვენს გეგმებს 20 იანვრიდან 26 იანვრამდე პერიოდში გადახედოთ – ამისთვის ეს კვირა საუკეთესო დროა. მაგრამ ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ ფიქრით, არამედ დაუყოვნებლივ გადადით მოქმედებაზე. მოგიწევთ მეგობრებთან და სხვა მნიშვნელოვან პიროვნებებთან ხშირი ურთიერთობა, საქმიან შეხვედრებზე სიარული და…

…და კიდევ რა არის მოსალოდნელი და რა უნდა გაკეთდეს მომავალ კვირას, ვარსკვლავების რეკომენდაციით, პასუხებს ჰოროსკოპში ამოიკითხავთ.

ვერძი

ამ კვირაში პოზიტიური ცვლილებები ძალიან სავარაუდოა თქვენს ცხოვრებაში, თუმცა მოთმინება დაგჭირდებათ, ცვლილებებს უცებ არ უნდა ელოდოთ და გახსოვდეთ, რომ სასწაულები დეტალებში იმალება, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ მათ. ოთხშაბათს ძალიან ფრთხილად იყავით, ეს არ არის კარგი დღე ინტენსიური კომუნიკაციისთვის და პროფესიული ზრდის მცდელობებისთვის. პარასკევს შესაძლოა ყოფილმა ოპონენტმა მიგიწვიოთ მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად და ამ შემთხვევაში აქტიურად უნდა გამოიყენოთ ეს მომენტი. მოგიწევთ თქვენი პროექტებისა და გეგმების დაცვა.

შაბათ-კვირას შეეცადეთ მშვიდ ადგილას დაისვენოთ – სიმშვიდე და ჰარმონია საუკეთესო დაცვაა სტრესისგან.

სასიკეთო დღეები: 21, 25.

არასასიკეთო დღე: 20.

კურო

თქვენი ინიციატივა და აქტივობა შეიძლება დროული არ იყოს, განსაკუთრებით კვირის დასაწყისში. უმჯობესია ოთხშაბათს სერიოზული არაფერი დაგეგმოთ. თუ ზეგანაკვეთური სამუშაოს საკითხი დადგება, უმჯობესია უარი არ თქვათ, მაგრამ ასევე არ არის ცუდი აზრი, რომ რეალისტურად შეაფასოთ თქვენი შესაძლებლობები თანხმობის მიცემამდე. ხუთშაბათს შეიძლება მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია თქვენს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით. მოსალოდნელია ძალიან საინტერესო და სერიოზული წინადადება შემოგთავაზონ, რომელიც გარშემომყოფთა თვალში თქვენს ავტორიტეტს აამაღლებს. ფინანსური მხარე გაგახარებთ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ძალისხმევას არ დაზოგავთ.

კვირის ბოლოს გამოიჩინეთ ცოტა მეტი ტაქტი მათთან მიმართებაში, ვისაც მზად ხართ, რომ მოკავშირეები უწოდოთ.

სასიკეთო დღეები: 21, 24.

არასასიკეთო დღე: 22.

ტყუპი

ეს კვირა თქვენთვის საკმაოდ უსაფრთხო, თავისუფალი და მშვიდია. ტყუპები ამ კვირაში შესანიშნავად გაართმევენ თავს ნებისმიერ დავალებას და გზაზე დაბრკოლებებს ვერ იპოვიან. შეიძლება ითქვას, რომ იღბლიანი პერიოდი დაიწყება თქვენს პირად და პროფესიულ ცხოვრებაში. ხელსაყრელი დროა საჯარო გამოსვლისთვის, რაც წარმატებას და მნიშვნელოვან აღიარებას მოგიტანთ. მნიშვნელოვან სიგნალებს მიიღებთ კოსმოსიდან – ნუ უგულებელყოფთ თქვენს ინტუიციას, არ გაუშვათ ხელიდან შანსი, რომ რაიმე ახალი ცადოთ პროფესიულ ასპარეზზე.

შაბათ-კვირას გადით ბუნებაში და გაატარეთ დრო მეგობრებთან ერთად, ან მოაწყვეთ წვეულება და ნუ იფიქრებთ პრობლემებზე. მარტოხელა ტყუპებს შეიძლება ამ კვირაში ბედი გაეხსნათ.

სასიკეთო დღეები: 20, 25.

არასასიკეთო დღე: 21.

კირჩხიბი

ამ კვირაში გექნებათ იდეები ახალი პროექტებისთვის, მათი განხორციელების სურვილი და შესაძლებლობა, დაგჭირდებათ გონივრული სიფრთხილე. ბიუჯეტის გასაძლიერებლად და ჰორიზონტის გასაფართოებლად მიიღეთ მონაწილეობა სერიოზულ კომერციულ პროექტებში. მცირე პრობლემებიც კი სარგებელს მოგიტანთ, თუ მოვლენებს პოზიტიური მიმართულებით წარმართავთ. შეეცადეთ მეტი გულმოწყალება გამოიჩინოთ მოწინააღმდეგეების მიმართ. ახლა ვერ მიხვალთ საერთო აზრამდე, მაგრამ თუ სურვილი გაქვთ, სიტუაცია სწრაფად შეიცვლება უკეთესობისკენ.

ამ კვირაში ასტროლოგიური სიტუაცია კირჩხიბების წარმატების უფლებას დაიცავს. შაბათ-კვირის მოახლოებასთან ერთად ცხადი გახდება, რომ თქვენი ძალისხმევა უშედეგოდ არ ჩაივლის.

სასიკეთო დღეები: 22, 26.

არასასიკეთო დღე: 20.

ლომი

თქვენი ენერგია და აქტიურობა დიდ გავლენას მოახდენს ყველაზე, ვისთანაც ურთიერთობთ. სხვებისგან გამორჩევის სურვილმა შეიძლება გრძელვადიან მიზნამდე მიგიყვანოთ. გექნებათ ახალი სამუშაო შემოთავაზებები. არ უნდა დატოვოთ თქვენი ძველი, ნაცნობი ადგილი, მაგრამ კარგი იდეაა, აგრძნობინოთ ხელმძღვანელობას, რამდენად ფასდაუდებელი და ნიჭიერი ხართ. წინსვლის შეუჩერებელი სურვილი საშუალებას გაძლევთ, წაშალოთ ყველა დაბრკოლება თქვენს გზაზე. შეეცადეთ, კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოთ უფროსებთან, რადგან თქვენი რამდენიმე პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება მათზე იყოს დამოკიდებული.

რეკომენდებულია კვირის მეორე ნახევარი დაუთმოთ მაქსიმალურად მშვიდ გარემოში დასვენებას. ამ შაბათ-კვირას სახლის საქმეებზე იზრუნეთ.

სასიკეთო დღეები: 21, 23.

არასასიკეთო დღე: 24.

ქალწული

ეს კვირა არაჩვეულებრივი და კრეატიულია. თუ დაგეგმილი გაქვთ მოგზაურობა, ის მდიდარი იქნება საინტერესო მოვლენებითა და შთაბეჭდილებებით. გელით რომანტიკული შეხვედრები და შეიძლება საკმაოდ მოულოდნელად შეხვდეთ თქვენს ბედს. შეეცადეთ იყოთ კონცენტრირებული, მოწესრიგებული, მომთმენი და წინდახედული. მხოლოდ მაშინ შეძლებენ გარშემო მყოფები დააფასონ თქვენი შემოქმედებითი იდეები და იმპულსები. ყურადღება მიაქციეთ ნიუანსებს და წვრილმანებს, რომლებიც მთელი კვირის განმავლობაში წარმოიქმნება. კარგი დროა თქვენი იდეებისა და მიღწევების პოპულარიზაციისთვის. ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტებისა: ქაოსშიც კი შეგიძლიათ იპოვოთ ჰარმონია.

კვირის ბოლოს დასვენება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თქვენთვის, მაშინაც კი, თუ გარემოებები მაღალი აქტივობისკენ გიბიძგებთ.

სასიკეთო დღეები: 21, 26.

არასასიკეთო დღე: 24.

სასწორი

ხელსაყრელი დრო დგება ვადაგასული ხელშეკრულებების შეწყვეტისთვის, მძიმე ვალდებულებების მოხსნისა და, ამავდროულად, მიმდებარე სივრცის ჰარმონიზაციისთვის. წინსვლისთვის გჭირდებათ ისეთი თვისებები, როგორიცაა: მონდომება, ინფორმირებულობა და პროფესიონალიზმი. მნიშვნელოვანია თქვენი ენერგია და დრო დაუთმოთ მხოლოდ იმ ამოცანებს, რომელთა გადაჭრაც შეგიძლიათ. იყავით უკიდურესად თავაზიანი ზემდგომებთან ურთიერთობისას. შეეცადეთ, თავიდან აიცილოთ კამათი და გჯეროდეთ, რომ

ამ კვირის ბოლოს ასტროლოგიური სურათი მიუთითებს, რომ შესაძლოა მოულოდნელი შთაგონება გეწვიოთ ან ძლიერი შემოქმედებითი იმპულსები იგრძნოთ. ასევე, შაბათ-კვირას შეეცადეთ ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ დასვენებისა და ენერგიის შესავსებად.

სასიკეთო დღეები: 23, 25.

არასასიკეთო დღე: 21.

მორიელი

ამ კვირაში გაგიმართლებთ, გელით სასიამოვნო სიურპრიზები. ორშაბათს მიიღებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც უფრო ხელსაყრელი პოზიციის დაკავების საშუალებას მოგცემთ. თუ რამე არ გამოვიდა, არ იჩქაროთ და რამდენიმე დღით გადადეთ. მოიკრიბეთ ძალა ახალი მცდელობისთვის. ხუთშაბათს შესაძლებელია ოჯახური უსიამოვნებები, ეცადეთ, წვრილმანებზე ჩხუბი არ დაიწყოთ, ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. პარასკევს თქვენი წარმატებისა და წინსვლის გარანტი ყველას მიმართ კეთილგანწყობა იქნება.

შაბათ-კვირა ენერგიით აგავსებთ, განსაკუთრებით ნაყოფიერი დღე კვირა იქნება. ზოგადად, კვირის მეორე ნახევარი შესანიშნავი დროა მოგზაურობისთვის.

სასიკეთო დღეები: 22, 26.

არასასიკეთო დღე: 24.

მშვილდოსანი

ამ კვირაში დაგეგმილიდან ბევრი რამის გაკეთებას შეძლებთ. თავდაჯერებულობა და ოპტიმიზმი დაგეხმარებათ მოიპოვოთ ირგვლივ მყოფების კეთილგანწყობა და გააძლიეროთ ურთიერთობა ხელმძღვანელებთან. ორშაბათს შესაძლებელია კონკურენტებთან კამათი. წარმატებული იქნება მივლინებები და პირადი მოგზაურობა. ოთხშაბათს შესაძლოა კონფლიქტში ჩაერთოთ, ეცადეთ, არავის მხარე დაიჭიროთ და დამოუკიდებელი პოზიცია დაიკავოთ. პარასკევს შესაძლებელია მოულოდნელი ამბები შეიტყოთ ან დაუპატიჟებელი სტუმრები გეწვიონ.

თავისუფლად მიიღეთ გადაწყვეტილებები და შეცდომების დაშვების ნუ შეგეშინდებათ. ვარსკვლავები საინტერესო შეხვედრებს გპირდებიან. თქვენი ენთუზიაზმი გადამდებია, ამიტომ თამამად გაუზიარეთ თქვენი აზრები მეგობრებს და კეთილგანწყობილ კოლეგებს.

სასიკეთო დღეები: 20, 25.

არასასიკეთო დღე: 24.

თხის რქა

ამ კვირაში უნდა გამოიჩინოთ წინდახედულობა და თავშეკავება როგორც ქმედებებში, ისე საუბრისას. ოქროს შუალედის პოვნა ზოგადად უნდა გახდეს თქვენი მთავარი ამოცანა ამ დღეებში. შუა კვირაში შესაძლოა თქვენი აქტივობა გაიზარდოს და, ამავდროულად, გექნებათ შესაძლებლობა, მართოთ არსებული ვითარება და გავლენა მოახდინოთ უახლოეს მომავალში განვითარებულ მოვლენებზე. თქვენი ამბიციები საკმარისად ძლიერია და ეს დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში პროფესიულ სფეროში. პარასკევს მეგობრებთან შეხვედრა სასიამოვნო მომენტებს გპირდებათ. უახლოეს მომავალში მათი დახმარება ძალიან გამოგადგებათ. პირად ცხოვრებაში შესაძლებელია სასიამოვნო სიურპრიზები – რომანტიკული პაემანი ან ნანატრი მოგზაურობა.

შაბათ-კვირას გახსოვდეთ, რომ თავგადასავლები შეიძლება იყოს არა მხოლოდ საინტერესო, არამედ საშიშიც.

სასიკეთო დღეები: 23, 25.

არასასიკეთო დღე: 21.

მერწყული

სევდისა და პასიურობის დრო დასრულდა. ხელსაყრელი პერიოდია, გამოიჩინოთ თავი პროფესიულ საქმიანობაში, დაიპყროთ ახალი ჰორიზონტები. მოგიწევთ თქვენი ძალისხმევის კონცენტრირება ფინანსური საკითხების გადაჭრაზე. ამ პერიოდში სასურველია მხოლოდ სანდო წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას დაუჯეროთ. არ არის გამორიცხული, უფრო დაწვრილებითი შემოწმების შემდეგ დარწმუნდეთ, რომ თქვენი იდეები და თქვენი ოპონენტების გეგმები ერთმანეთს კი არ ეწინააღმდეგება, არამედ ავსებს.

შაბათ-კვირას იფიქრეთ თქვენს სახლში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანაზე. გარშემო მყოფები მადლობლები იქნებიან თქვენი ზრუნვისა და ყურადღებისთვის.

სასიკეთო დღეები: 21, 24.

არასასიკეთო დღე: 23.

თევზები

კრეატიული ადამიანებისთვის საუკეთესო პერიოდი მოდის. შთაგონებასთან მიწიერი ამოცანების შერწყმით, შეგიძლიათ თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი გამოავლინოთ  და ფინანსური მდგომარეობაც გაიუმჯობესოთ. გულწრფელი საუბარი დაგეხმარებათ ყველა გაუგებრობის დაძლევაში. მოუსმინეთ გამოცდილი ახლობელი ადამიანების რჩევებს, ისინი სწორ გადაწყვეტილებას შემოგთავაზებენ. თუ ამჟამად ახალი სამუშაოს ძებნით ხართ დაკავებული, მაქსიმალურად მოინდომეთ და შედეგიც გარანტირებული გექნებათ.

შაბათ-კვირა შესანიშნავი დროა რესტორანში წასასვლელად, განსაკუთრებით თუ თქვენი მეგობრები ან საყვარელი ადამიანი დიდი ხანია გიწვევენ.

სასიკეთო დღეები: 20, 24.

არასასიკეთო დღე: 21.

თამთა გურული

სრულად წაკითხვა