აგვისტოს პირველი კვირა პასუხისმგებლობას, ყურადღებასა და დეტალების შემჩნევის უნარს მოითხოვს. ბევრს ექნება შესაძლებლობა, წესრიგში მოიყვანოს საქმეები, ფინანსები და საკუთარი გეგმები. ეს პერიოდი მოულოდნელ ცვლილებებს ნაკლებად გვპირდება, თუმცა სიმშვიდეს, მოთმინებასა და როგორც საკუთარი, ისე ახლობელი ადამიანების მოსმენის უნარს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
კვირის მთავარი ასტროლოგიური მოვლენა მზე-სატურნის ტრინია, რომელიც 6-7 აგვისტოს ყალიბდება. მზე – ენერგიისა და სიცოცხლის სიმბოლო – სატურნთან ჰარმონიულ ასპექტში იმყოფება და მის ენერგიას პრაქტიკული, მიზანმიმართული საქმიანობისკენ მიმართავს.
ეს შესანიშნავი დროა სტრატეგიული გეგმების დასახვისთვის, მეთოდური მუშაობისა და გრძელვადიან შედეგებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მისაღებად. ამ გავლენის ქვეშ ადამიანები უფრო წინდახედულად მოქმედებენ, აფასებენ საკუთარი ნაბიჯების შედეგებს და ნაკლებად ექვემდებარებიან ემოციებს.
♈ ვერძი
ამ კვირაში შესაძლოა სამსახურში პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად გაიზარდოს და არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი სირთულეებიც, თუმცა სიმშვიდე და მიზანდასახულობა სასურველ შედეგამდე აუცილებლად მიგიყვანთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ დოკუმენტებს, ფინანსურ საკითხებსა და მატერიალურ აქტივებს. შესაძლოა შემოსავლის ახალი წყაროც გამოჩნდეს.
რჩევა: სამსახურის პარალელურად ოჯახსა და დაგროვილ საოჯახო საქმეებსაც დაუთმეთ დრო.
სასიკეთო დღეები: 6, 8
არახელსაყრელი დღე: 5
♉ კურო
კვირა ნაყოფიერი იქნება, თუ სხვისი პრობლემებით ზედმეტად არ დაიტვირთებთ. ხელსაყრელი დროა დოკუმენტების, გადასახადებისა და საოჯახო საკითხების მოსაწესრიგებლად. ნათესავებისა და ძველი მეგობრებისგან შესაძლოა სასიამოვნო სიახლეები მიიღოთ.
რჩევა: საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში მეტი გულწრფელობა გამოიჩინეთ.
სასიკეთო დღეები: 3, 9
არახელსაყრელი დღე: 7
♊ ტყუპი
დროა, საკუთარი ღირებულებები ახალი ხედვით შეაფასოთ. შეუპოვრობა და თავდაჯერება მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია ახალი პროექტების დასაწყებად, აქტიური კომუნიკაციისა და საკუთარი ინტერესების დასაცავად. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბრები ბევრ გაუგებრობას გაფანტავს.
რჩევა: შაბათ-კვირას კარგი განწყობის შენარჩუნებას ეცადეთ, ხოლო თუ ეს ვერ მოხერხდა, ემოციები მაინც აკონტროლეთ.
სასიკეთო დღეები: 4, 7
არახელსაყრელი დღე: 5
♋ კირჩხიბი
პუნქტუალურობა და თავშეკავება პროფესიულ შესაძლებლობებს საუკეთესოდ წარმოაჩენს. ეცადეთ, ნებისმიერ სიტუაციაში შინაგანი ბალანსი შეინარჩუნოთ და განსხვავებული მოსაზრებების მოსმენასაც ნუ მოერიდებით. ინტუიცია სწორი გადაწყვეტილების მიღებაში მნიშვნელოვან დახმარებას გაგიწევთ.
რჩევა: თუ შეძლებთ, შაბათ-კვირა ბუნებაში ან სოფლად გაატარეთ.
სასიკეთო დღეები: 6, 8
არახელსაყრელი დღე: 4
♌ ლომი
საქმიანი შეხვედრები და ახალი შესაძლებლობები გელით, თუმცა მოქმედებას მკაფიო მიზნის გარეშე ნუ დაიწყებთ. მეგობრების მხარდაჭერა და კოლეგების თანადგომა წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.
რჩევა: შაბათ-კვირას სახლში ნუ ჩაიკეტებით – მეგობრებთან ერთად დროს სასიამოვნოდ გაატარებთ.
სასიკეთო დღეები: 3, 7
არახელსაყრელი დღე: 4
♍ ქალწული
კვირა ხელსაყრელია საოჯახო, ფინანსური და პროფესიული საკითხების ეტაპობრივად მოსაგვარებლად. კვირის პირველ ნახევარში ურთიერთობებში სიფრთხილე გამოიჩინეთ – ზედმეტმა პირდაპირობამ ან სიმკაცრემ შესაძლოა უსიამოვნო შედეგი გამოიწვიოს. ხუთშაბათი პირად ცხოვრებაში საინტერესო პერსპექტივებს მოიტანს.
რჩევა: ნუ აჰყვებით უსაფუძვლო ეჭვებსა და ჭორებს.
სასიკეთო დღეები: 4, 6
არახელსაყრელი დღე: 7
♎ სასწორი
ამ კვირაში ბევრი რამ სწორედ თქვენს მოქმედებაზე იქნება დამოკიდებული. მოერიდეთ კოლეგების მკაცრ კრიტიკას. წარმატებას განსაკუთრებით შემოქმედებითი საქმიანობა და სწავლასთან დაკავშირებული პროექტები მოგიტანთ. კარგი პერიოდია მცირე შენაძენებისთვის, სახლის მოწესრიგებისა და სასიამოვნო შეხვედრებისთვის. მარტოხელა სასწორებს ახალი რომანტიკული ნაცნობობის შანსიც აქვთ.
რჩევა: ნუ გასცემთ ისეთ დაპირებებს, რომელთა შესრულებაშიც დარწმუნებული არ ხართ.
სასიკეთო დღეები: 6, 9
არახელსაყრელი დღე: 5
♏ მორიელი
ამ კვირაში ბევრი რამის შეცვლა შეგიძლიათ, თუ პრობლემების გადადებას არ დაიწყებთ. მცირე სირთულეებიც დროულად მოაგვარეთ, რადგან მოგვიანებით ისინი გაცილებით დიდ ტვირთად შეიძლება იქცეს. საქმიანობაში დეტალების მიმართ ყურადღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ხელსაყრელი პერიოდია სწავლისთვის, მოგზაურობისა და ახალი შთაგონების მოსაძებნად.
რჩევა: კვირის ბოლოს აუცილებლად გამონახეთ დრო სრულფასოვანი დასვენებისთვის.
სასიკეთო დღეები: 3, 8
არახელსაყრელი დღე: 6
♐ მშვილდოსანი
ყველა საქმის ერთდროულად დასრულებას ნუ შეეცდებით. ახალი იდეები პერსპექტიულია, თუმცა მათ საფუძვლიანი მომზადება სჭირდება. ახლობლებთან ურთიერთობაში ნაჩქარევ დაპირებებს მოერიდეთ. მოულოდნელმა შეხვედრამ ან გულწრფელმა საუბარმა შესაძლოა ბევრ საკითხზე თქვენი შეხედულება შეცვალოს.
რჩევა: გახსოვდეთ, რომ ადამიანები საკუთარი შესაძლებლობებისა და შინაგანი მდგომარეობის შესაბამისად მოქმედებენ.
სასიკეთო დღეები: 5, 8
არახელსაყრელი დღე: 7
♑ თხის რქა
სტაბილურობა, დისციპლინა და ოპტიმისტური დამოკიდებულება სირთულეების გადალახვაში დაგეხმარებათ. კარიერული წარმატება, პირველ ყოვლისა, თქვენს მონდომებაზე იქნება დამოკიდებული. ხელმძღვანელთან მნიშვნელოვანი საუბრის დაწყებას ნუ იჩქარებთ – შესაძლოა საჭირო ინიციატივა სწორედ მისგან წამოვიდეს.
რჩევა: კამათს შეძლებისდაგვარად მოერიდეთ – ის სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ.
სასიკეთო დღეები: 6, 9
არახელსაყრელი დღე: 7
♒ მერწყული
ხელსაყრელი პერიოდია ყველაზე თამამი და ორიგინალური იდეების განსახორციელებლად. თქვენი იდეები მხარდაჭერას მოიპოვებს, შესაძლებელია ფინანსური წახალისებაც. პირად ურთიერთობებში მნიშვნელოვანი საუბრები ძველი უთანხმოების დასრულებას შეუწყობს ხელს.
რჩევა: სამსახურთან დაკავშირებული საკითხები აუჩქარებლად მოაგვარეთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ფულსა და დოკუმენტებს ეხება.
სასიკეთო დღეები: 4, 6
არახელსაყრელი დღე: 3
♓ თევზები
კვირის დასაწყისში მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებთ, რომელიც საქმიანობაში წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. ინიციატივის გამოჩენის შემთხვევაში სასურველ შედეგებს შედარებით მარტივად მიაღწევთ. ბიზნესში მკაფიო გეგმა საუკეთესო მოკავშირე იქნება. პირად ცხოვრებაში თქვენი პოზიციები კიდევ უფრო განმტკიცდება და მეტ პატივისცემას დაიმსახურებთ.
რჩევა: შაბათ-კვირას სრულფასოვნად დაისვენეთ და დრო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
სასიკეთო დღეები: 6, 9
არახელსაყრელი დღე: 3
თამთა გურული

5 hours ago
7







English (US) ·
Georgian (GE) ·