5-იდან 11 ოქტომბრამდე პერიოდი დაუმთავრებელი საქმეების დასრულებასა და დანაპირების შესრულებას უნდა დაუთმოთ, ახალი ვალდებულებების აღებისას კი სიფრთხილე გამოიჩინეთ. მნიშვნელოვანი საუბრებისთვის წინასწარ შეარჩიეთ შესაფერისი მომენტი და თავი აარიდეთ ენერგიის ფუჭად ხარჯვას უშედეგო წამოწყებებზე. კვირის ბოლოს შესაძლოა მოკლე მოგზაურობის ან საინტერესო შეხვედრის შესაძლებლობა გამოჩნდეს, რაც არა მხოლოდ ახალ შთაბეჭდილებებს, არამედ ღირებულ ინფორმაციასაც მოგიტანთ. ზოგადად, ეს კვირა პრაქტიკულობასა და ხარჯების ზომიერებას მოითხოვს. წინასწარ დაგეგმეთ ბიუჯეტი და ეცადეთ, იმპულსურ ქმედებებს მოერიდოთ.
🌟 კვირის მთავარი გზავნილი
ამ კვირაში გონებასა და გრძნობებს შორის ბალანსის პოვნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას, განსაკუთრებით ურთიერთობებსა და ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებში. მოუსმინეთ როგორც საკუთარ ინტუიციას, ისე გონივრულ არგუმენტებს — ზოგჯერ სწორი პასუხი სწორედ ამ ორის შეთანხმებით იბადება.
🌙 კვირის მთავარი ასტროლოგიური ასპექტები💫 6-7 ოქტომბერი – მერკურისა და ვენერას შეერთება
ეს ასპექტი გრძნობებისადმი უფრო რაციონალურ მიდგომასა და ემოციური წონასწორობის შენარჩუნების სურვილს უკავშირდება. ამ პერიოდში რომანტიკულ ურთიერთობებში პარტნიორის არჩევისას შესაძლოა სხვადასხვა ვარიანტის აწონ-დაწონა მოგიწიოთ. გრძნობებისა და გონების შეთავსება ყოველთვის მარტივი არ არის და მათმა დაპირისპირებამ შესაძლოა შინაგანი კონფლიქტი გამოიწვიოს. ამავდროულად, მერკური პირდაპირი მიმართულებით მოძრაობს, ვენერა კი – რეტროგრადულად. მაშინ, როცა რეტროგრადული ვენერა საკუთარ გრძნობებში ეჭვებს გვიჩენს, რაციონალური მერკური შესაძლოა გვარწმუნებდეს, რომ ყველაფერი სწორად ვითარდება და არჩევანიც სწორია. ეს ასპექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირადი ცხოვრების, რომანტიკული ინტერესებისა და მიზიდულობის სფეროში. ამ პერიოდში დაწყებულ რომანტიკულ ურთიერთობებს მომავალში განვითარების კარგი პოტენციალი აქვს.
⚡ 7 ოქტომბერი – მარსისა და ურანის სექსტილი
ეს ასპექტი ენერგიულობასა და შემოქმედებით აქტიურობას უკავშირდება. განსაკუთრებით ხელსაყრელი პერიოდია ახალი იდეების, ტექნიკური სიახლეებისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების განხორციელებისთვის. მნიშვნელოვანი თემებია შემოქმედებითი ძალა, სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი და ტექნოლოგიური მიღწევები, მათ შორის, კოსმოსის ათვისების, ავიაციისა და ტრანსპორტის სფეროებში. კარგი პერიოდია კომპიუტერული ტექნოლოგიების ათვისებისა და ავტომატიზებული სისტემების განვითარებისთვის. შესაძლოა ტექნიკური ნიჭი და პერსპექტიული საინჟინრო იდეები განსაკუთრებით მკაფიოდ გამოვლინდეს.
❤️ 10-11 ოქტომბერი – ვენერასა და მარსის კვადრატურა
ეს პერიოდი შესაძლოა ძლიერი გრძნობებითა და ღრმა ემოციური ჩართულობით გამოირჩეოდეს. ურთიერთობებში მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების პატივისცემა და ნაჩქარევი დასკვნებისგან თავის შეკავება. მათ, ვისზეც ეს ასპექტი განსაკუთრებით იმოქმედებს, შესაძლოა ემოციურად დატვირთული და დასამახსოვრებელი დღეები ჰქონდეთ. ამავდროულად, შესაძლოა გაჩნდეს ეჭვიანობის ან სიტუაციაზე მეტი კონტროლის სურვილი. მშვიდი დიალოგი ურთიერთპატივისცემის შენარჩუნებასა და დაძაბულობის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
♈ ვერძი
ამ კვირაში ბევრი შრომა მოგიწევთ, თუმცა ეს შესაძლებლობას მოგცემთ, თქვენი საუკეთესო პროფესიული თვისებები გამოავლინოთ. შესაძლოა მოწინააღმდეგეები მოკავშირეებად აქციოთ, თუმცა ამისთვის სიფრთხილე და დიპლომატია დაგჭირდებათ. სამშაბათს შესაძლოა საქმიანი მიზნით შორ მანძილზე მგზავრობა მოგიწიოთ. მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლე წარსულში განხორციელებულ პროექტთან დაკავშირებით. პარასკევს ყურადღებას ნუ მიაქცევთ ჭორებსა და მითქმა-მოთქმას – მათზე დაყრდნობით დასკვნების გამოტანა არაგონივრული იქნება. შაბათ-კვირას წვეულება მოაწყვეთ და კოლეგები და საქმიანი პარტნიორებიც დაპატიჟეთ.
სასიკეთო დღეები: 7, 10
არახელსაყრელი დღე: 9
♉ კურო
ამ კვირაში ყურადღება უმთავრეს საქმეებზე გაამახვილეთ და ენერგიას სხვების პრობლემების მოგვარებაზე ნუ დახარჯავთ. უმჯობესია, თავი აარიდოთ ხმაურიან ან ხალხმრავალ ღონისძიებებს. დახმარება შესაძლოა იმ ადამიანმა შემოგთავაზოთ, რომელსაც აქამდე სანდოდ არ მიიჩნევდით. შემოქმედებითი საქმიანობა ან ხელსაქმე დაგეხმარებათ იმ გრძნობებისა და აზრების გამოხატვაში, რომელთა სიტყვებით გადმოცემაც გიჭირთ. ხუთშაბათი კარგი დღეა მოგზაურობის დასაგეგმად, მეგობრებთან შესახვედრად და სახლისთვის საჭირო ნივთების შესაძენად. შეამოწმეთ პროდუქტებისა და საოჯახო საჭიროებების მარაგი, რათა მოულოდნელად მათ გარეშე არ აღმოჩნდეთ.შაბათ-კვირა საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარეთ.
სასიკეთო დღეები: 8, 11
არახელსაყრელი დღე: 9
♊ ტყუპი
ამ კვირაში აუჩქარებლად იმოქმედეთ. ზედმეტად ნუ იდარდებთ გარშემომყოფებზე და ნუ აიღებთ მათ ტვირთს საკუთარ თავზე – ყველას თავისი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები აქვს. ოთხშაბათს შესანიშნავი შესაძლებლობა გექნებათ, შემოქმედებითი ნიჭი გამოავლინოთ და მომგებიანი კონტრაქტი გააფორმოთ. პირად ცხოვრებაში შესაძლოა მომავლის პერსპექტივებთან დაკავშირებული სერიოზული საუბარი წამოიჭრას. უარი თქვით დამატებით პასუხისმგებლობებზე, თუ გრძნობთ, რომ რესურსები გეწურებათ. დატვირთული კვირის შემდეგ გამონახეთ დრო ფიზიკური აქტივობისთვის, თუნდაც ეს მხოლოდ ხანმოკლე ვარჯიში იყოს.
სასიკეთო დღეები: 7, 9
არახელსაყრელი დღე: 10
♋ კირჩხიბი
ამ კვირაში პარტნიორული ურთიერთობები უკეთესობისკენ შეიცვლება. წინ საინტერესო საუბრები და პოტენციური საქმიანი მივლინებები გელით, რომლებიც ახალ ჰორიზონტებს გაგიხსნით. შესაძლოა ახლობლებთან უთანხმოება ან გაუგებრობა წარმოიშვას, თუმცა არ ინერვიულოთ – ეს საკითხები შესაძლოა მეორე დღესვე მოგვარდეს. კვირის ბოლოს უმჯობესია, თავი აარიდოთ საეჭვო წამოწყებებს და უცნობ ადამიანებს არ ენდოთ. მოერიდეთ ჯგუფურ კამათს, თუ ის უშუალოდ თქვენს საქმიანობას არ ეხება. ბრმად ნუ აჰყვებით სურვილებს – მათ შესაძლოა ჩიხში შეგიყვანოთ. შაბათ-კვირა ძველ მეგობრებთან ურთიერთობას დაუთმეთ.
სასიკეთო დღეები: 7, 10
არახელსაყრელი დღე: 8
♌ ლომი
ამ კვირაში რისკიანი თავგადასავლები გელოდებათ. ფრთხილად იყავით და ნუ აჰყვებით პირფერობასა და ცდუნებას. შემოქმედებითი ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ – ახალი იდეებითა და გეგმებით იქნებით სავსე და მათი განხორციელების ძლიერი სურვილი გაგიჩნდებათ. უმჯობესია, ყველა იდეა ჩაიწეროთ, რათა არ გამოგრჩეთ ისეთი დეტალები, რომლებიც ახლა უმნიშვნელოდ გეჩვენებათ, მაგრამ მოგვიანებით შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. ნუ გასცემთ ისეთ დაპირებებს, რომელთა დროულად შესრულებასაც ვერ შეძლებთ. ხუმრობისას კი ზედმეტ პირდაპირობას მოერიდეთ, რათა ვინმე უნებლიეთ არ შეურაცხყოთ. შაბათ-კვირას, თუ სურვილი და ენერგია გექნებათ, დაგეგმეთ აქტივობა ღია ცის ქვეშ.
სასიკეთო დღეები: 8, 11
არახელსაყრელი დღე: 10
♍ ქალწული
ამ კვირაში სამსახურში ხელსაყრელ ცვლილებებს უნდა ელოდოთ. იპოვით მოკავშირეებს, რომლებიც რთული პროექტის განხორციელებაში დაგეხმარებიან. შესაძლოა კოლეგებმა ადმინისტრაციულ თანამდებობაზე წარგადგინონ – ეცადეთ, მათი ნდობა გაამართლოთ. ოთხშაბათს განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდება მეგობრებისგან მიღებული ინფორმაცია. შესაძლოა მოულოდნელად დაიბრუნოთ ვალი, რომელიც უიმედო გეგონათ. მოერიდეთ კამათს – მწვავე შენიშვნებმა ან კომენტარებმა შესაძლოა კოლეგებთან ურთიერთობა გაგიფუჭოთ. შეეცადეთ, თავი აარიდოთ არასაჭირო ან უსიამოვნო შეხვედრებს. შაბათ-კვირას მარტოობაში გატარებული რამდენიმე საათი შინაგანი წონასწორობის აღდგენაში დაგეხმარებათ.
სასიკეთო დღეები: 7, 9
არახელსაყრელი დღე: 5
♎ სასწორი
მოთმინება გამოიჩინეთ და წვრილმანი პრობლემების მოგვარებას ფილოსოფიურად მიუდექით. კვირის მეორე ნახევარი საბოლოო გადაწყვეტილებების მისაღებად საუკეთესო დრო იქნება. დაგჭირდებათ დიპლომატია და სიმშვიდე. გახსოვდეთ, რომ ამ სიტუაციაში ნაჩქარევი ქმედება შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს. ეცადეთ, არ აჰყვეთ შურიანი ადამიანების ინტრიგებს. არც სახლი დაივიწყოთ – კარგი იქნება, თუ დროს მის მოწესრიგებასა და ზედმეტი ნივთებისგან გათავისუფლებას დაუთმობთ. თუ მოულოდნელად რაიმე შემოქმედებითი იდეა გაგიჩნდებათ, ჩაიწერეთ, რათა მოგვიანებით განავითაროთ. შაბათ-კვირას შეეცადეთ, სუფთა ჰაერზე გახვიდეთ და დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ.
სასიკეთო დღეები: 6, 8
არახელსაყრელი დღე: 10
♏ მორიელი
ამ კვირაში თქვენი უანგარობა და კეთილი განზრახვები განსაკუთრებით დაფასდება. შესაძლოა პირადი მიზნებისთვის ბევრი ვერაფერი გააკეთოთ, თუმცა თქვენი ალტრუისტული ქმედებები საბოლოოდ დიდ წარმატებას მოგიტანთ. სამსახურში კომპეტენციას გამოავლენთ და პროფესიულ პოზიციებს გაიმყარებთ. კოლეგებთან ურთიერთობისას მოერიდეთ მინიშნებებს – ისაუბრეთ პირდაპირ, მაგრამ თავაზიანად. გამოყავით ნახევარი საათი ფაილების ან ჩანაწერების მოსაწესრიგებლად – ეს მოგვიანებით დროს დაგაზოგინებთ. ეცადეთ, არა მხოლოდ პროდუქტიულად იმუშაოთ, არამედ სათანადოდ დაისვენოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა შაბათ-კვირას უძილობამ შეგაწუხოთ.
სასიკეთო დღეები: 7, 10
არახელსაყრელი დღე: 9
♐ მშვილდოსანი
ამ კვირაში შესაძლოა თქვენი გეგმები შეიცვალოს. თავიდან შეიძლება გული დაგწყდეთ, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი სასიკეთოდ დასრულდება. აუცილებელია, მოვლენების ეპიცენტრში იყოთ და სიტუაციას აკონტროლებდეთ. ზრდისა და განვითარების ახალ ეტაპზე გადასასვლელად უნდა მოიშოროთ ყველაფერი ზედმეტი, რაც თქვენს ცხოვრებაში ქაოსსა და დაბნეულობას ქმნის. მოერიდეთ კონფლიქტებში ჩართვას. თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას ოთხშაბათს მიიღებთ. შაბათს ნათესავებთან ვიზიტი დადებითად იმოქმედებს თქვენზე, კვირას კი მარტოობაში გატარებული დრო და ფიქრი სასიკეთო შედეგს მოგიტანთ.
სასიკეთო დღეები: 5, 10
არახელსაყრელი დღე: 6
♑ თხის რქა
ამ კვირაში სიმშვიდე და საკუთარი თავის რწმენა შეინარჩუნეთ. თქვენი შეუპოვრობისა და მონდომების წყალობით, პროფესიული საქმეები უკეთესობისკენ შეიცვლება. შეიძლება გაგიჩნდეთ სურვილი, არა მხოლოდ გარეგნობა, არამედ შინაგანი მდგომარეობაც შეცვალოთ. ყურადღებით მოეკიდეთ ნათქვამ სიტყვებს და ეცადეთ, ხარჯები შეამციროთ. ოჯახურმა პრობლემებმა შესაძლოა გარკვეული სირთულეები შეგიქმნათ, თუმცა ზოგიერთი სირთულე თქვენი ჩარევით მარტივად მოგვარდება. შაბათ-კვირას ბუნებაში გასვლა დიდ სიამოვნებას მოგგვრით.
სასიკეთო დღეები: 7, 9
არახელსაყრელი დღე: 8
♒ მერწყული
ამ კვირაში სამუშაო საკითხები, განსაკუთრებით კი კარიერასთან დაკავშირებული, წარმატებით წარიმართება. გამოიჩინეთ დიპლომატია და მოქნილობა, ასევე მოუსმინეთ ინტუიციას. სერიოზული გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, რამაც შესაძლოა თქვენი ცხოვრების მომავალი განსაზღვროს .გაიხსენეთ ძველი მეგობრები – მათთან ურთიერთობის განახლება ძალიან სასარგებლო აღმოჩნდება. ამიტომ არ დაგავიწყდეთ მათი სტუმრად დაპატიჟება. შაბათ-კვირას ეცადეთ, ხალხმრავლობას თავი აარიდოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დასვენების ნაცვლად, სამსახურზე მეტად გადაიღლებით.
სასიკეთო დღეები: 6, 11
არახელსაყრელი დღე: 10
♓ თევზები
ნუ შეგეშინდებათ ცვლილებებისა – ახლა ამისთვის საუკეთესო დროა. შესაძლოა ამ კვირაში კარიერასთან დაკავშირებული საკითხი თქვენთვის სასიკეთოდ გადაწყდეს, თუმცა უმჯობესია, მიღწეული წარმატების შესახებ ჯერჯერობით არავის გაუმხილოთ. გაფასებენ და პატივს გცემენ, გარემოებები კი ბუნებრივად თქვენს სასარგებლოდ განვითარდება. თქვენმა ინიციატივამ შესაძლოა ხელმძღვანელობის მოწონება და დაფასებაც დაიმსახუროს. შაბათ-კვირას მეგობრების წრეში გამართულ წვეულებაზე დროს შესანიშნავად გაატარებთ და კომპანიის სული და გული გახდებით. ასევე, მოსალოდნელია სასიამოვნო ახალი ნაცნობობა.
სასიკეთო დღეები: 7, 10
არახელსაყრელი დღე: 8
თამთა გურული
nostal.ge ახალი ამბები