ჰყავს თუ არა შეყვარებული და რომელ უნარს მოჰპარავდა კვარაცხელიას? – მიქაუტაძემ გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა

17 hours ago 4

სპორტული გვერდის Geo Team-ის დამფუძნებელი, სპორტული ჟურნალისტი საბა საპანაძე გიორგი მიქაუტაძის ბლიც ინტერვიუს გვთავაზობს, სადაც ქართველმა ფორვარდმა გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა.

გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ინტერვიუდან.

რა არის  შენი მთავარი მიზანი ცხოვრებაში?

ცხოვრებაში მთავარი მიზანი მე მგონია, რომ ოჯახი შევქმნა და ბევრი ბავშვები, რომ ყოფილიყოს.

– იქნებოდი თუ არა საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი?

მინდა, რომ საქართველოში ყველაზე მაგარი ბომბარდირი გავხდე.

– რას ურჩევდი დამწყებ ფეხბურთელებს?

მოტივაცია უნდა გქონდეთ არასდროს დანებდეთ და სულ იმუშავეთ.

– რომელ ფეხბურთელს მოპარავდი რაიმე უნარს?

კვარას სქილებს მოვპარავდი, მაგარი სქილები აქვს და ჯიბეში ჩავიდებდი.

– გვაღირსოს მთელს საქართველოს პასუხი: ჰყავს თუ არა შეყვარებული?

და გიორგი მიქაუტაძეს არა ჰყავს შეყვარებული.

– რომელი არის თქვენი ფავორიტი გოლი?

ევროპის ჩემპიონატზე გატანილი პირველი გოლი. რადგან პირველი გამტანი ვარ ჩემპიონატზე.

– რომ არა ფეხბურთელი, ვინ იქნებოდი?

რომელიმე სპორტში ვიქნებოდი, მაგალითად ჩოგბურთში.

– ყველაზე კარგი საჩუქარი, რაც ცხოვრებაში მიგიღია?

ასეთი მაგარი ოჯახი რომ მყავს.

– ვეტერანი, რომელთანაც თამაშს ისურვებდი?

არ დაამთავრა ჯერ ფეხბურთი, მაგრამ ჩემი აიდოლი არის კრიშტიანუ რონალდუ.

უყურეთ სრულ ინტერვიუს:

სრულად წაკითხვა