სამების ტაძრის არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია, კონკრეტული ფოტო-ფაქტების გამოქვეყნებით და მწვავე ემოციური შეფასებებით, ეხმაურება 8 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ ქალზე ძალადობის ფაქტებს:
“❗️ვინ ხართ? სად გაიზარდეთ ან საიდან მოხვედით? მილიციას ამოფარებულო “ვაჟკაცებო”. არაფერია თქვენში კაცური და ქრისტიანული.
ან ეს მილიცია რას დაემგვანა, ამ მთავრობის მხარდამჭერებს რანაირად მოგწონთ ეს?
ვის გინდათ ასეთი ქალაქის მერი ან ასეთი მახინჯი ხელისუფალი?
ნუ დარჩებით ცოდვაში და ნუ დაუჭერთ მხარს მოძალადე ხელისუფალს.
ეს ოჯახის სიწმინდის დაცვაა თუ ქრისტიანობის?
პოლიციელებო აღიდგინეთ ღირსება და დაამყარეთ სამართალი, ნუ გახდებით ხალხისთვის საძულველი რუსული მილიცია“, – წერს არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.