“ავტომფლობელებს საშუალება მიეცემათ სრულად ისარგებლონ საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული (3 თვე) საბაჟო შეღავათებით” – საქართველოს ავტო იმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაცია

5 days ago 5

საქართველოს ავტო იმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც 2013 წელს ქვემოთ გამოშვებული სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკის (M3, N1, N2, N3 კატეგორია) რეგისტრაციისას ავტო მფლობელები და დილერები საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ყველა შეღავათით ისარგებლებენ (3 თვე):

,,ჩვენი ასოციაციის ჩართულობით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მთავრობის დადგენილებაში ცვლილებას ინიცირება გაუკეთა, რომელიც 2025 წლის 1 იანვრიდან 2013 წელს ქვემოთ გამოშვებული სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკის (M3, N1, N2, N3 კატეგორია) რეგისტრაციას კრძალავდა.

ავტომფლობელებს საშუალება მიეცემათ სრულად ისარგებლონ საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული (3 თვე) საბაჟო შეღავათებით, ასევე აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც გზაშია და ვერ ასწრებდნენ წლის ბოლომდე დანიშნულების პუნქტში ჩამოსვლას, მომსახურების სააგენტოში მოეხსნებათ რეგისტრაციის შეზღუდვები.

ამისთვის მათ შესაბამის უწყებებში უნდა წარმოადგინონ კონოსამენტი, რომელშიც მითითებული იქნება, რომ სატრანსპორტო საშუალება კონტეინერში ან/და გემზე ჩაიტვირთა 2025 წლის 1 იანვრამდე.

მადლობა ბატონ მინისტრს დავით სონღულაშვილს დახმარებისა და გვერდში დგომისთვის, მისი ჩართულობის გარეშე აღნიშნული პრობლემა არ მოგვარდებოდა!”, – წერს საქართველოს ავტო იმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაცია

მოგეხსენებათ, ახალი დადგენილებით 2013 წელს ქვემოთ წარმოებული სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკის (M3, N1, N2, N3 კატეგორია) რეგისტრაცია იკრძალებოდა 2025 წლის 1 იანვრიდან.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

სრულად წაკითხვა