ალეკო ელისაშვილს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა

2 weeks ago 8

წაკითხვა: 2

ალეკო ელისაშვილს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 დეკემბერს, თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალექსადნრე ელისაშვილმა აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 4 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა