ცნობილმა იტალიელმა საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმაზე ისაუბრა.
"მართალია ხვიჩას ტრავმა უმნიშვნელოა, მაგრამ როგორც მე შემატყობინეს, ქართველს 2 კვირა უქმად ყოფნა მაინც მოუწევს.
რატომ დატოვა კონტემ ლაციოსთან მატჩში პირველი ტაიმის შემდეგ მაინც მოედანზე თუ ტრავმა ჰქონდა? ამის ახსნა მარტივია, ეს არის ტრავმა, რომელსაც მაშინვე ვერ გრძნობ. აი როცა თამაში დასრულდება და ყინულებს დაიდებ, მერე რამდენიმე საათში ტკივილიც შესამჩნევი ხდება
", - განაცხადა ფედელემ.შეგახსენებთ, ხვიჩამ ტრავმა გასულ ტურში, ლაციოსთან (0:1) წაგებულ შეხვედრაში მიიღო, რომელიც სრულად ითამაშა.