სააგენტო "პარალელი"
“ამ პროცესში თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია” – ტელეკომპანია “ფორმულა”
შექმნილი ფინანსური პრობლემების თაობაზე ტელეკომპანია “ფორმულა” განცხადებას ავრცელებს და მსურველებს დახმარების თხოვნით მიმართავს:
„რამდენიმე დღეა, „ფორმულას“ მაყურებლის ნაწილს არხის მაუწყებლობა შეუწყდა. მიზეზი არის დავალიანება კომპანია სტერეო პლიუსის მიმართ, რომელიც უზრუნველყოფს „ფორმულას“ ღია სიგნალით გავრცელებას იმ მაყურებლებისთვის, ვისაც საკაბელო ტელევიზია არ აქვს და არხს ციფრული მულტიპლექსის საშუალებით იღებს.
ტელეკომპანია ყველაფერს აკეთებს, რომ მაუწყებლობა რაც შეიძლება მალე სრულად აღდგეს.
ამ პროცესში თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თუ გსურთ, შეგიძლიათ დაეხმაროთ ტელეკომპანია „ფორმულას” დონაციის გზით“, – ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში და დახმარების მსურველთათვის აქვეყნებენ დონაციის/ანგარიშის შესახებ ინფორმაციებს:
დონაციისთვის: https://donation.formula.ge/ka
თიბისი ბანკის ანგარიში: GE32TB7843845067800005
“ამ პროცესში თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია” – ტელეკომპანია “ფორმულა”
პარალელი
paraleli.ge ახალი ამბები