საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვა საზოგადოებისადმი და ერთგვარი “გამარჯვების ფორმულის” შეთავაზება:
“დაიმახსოვრეთ, ხელისუფლებაში ჩაჭიდებულ ორღობის დიქტატურას ვერ მოიშორებ სამასი ათასი და მილიონი დემონსტრანტითაც კი, რომელიც შეიკრიბება და შემდეგ რომელიმე შალომე-მალომე მათ ფონზე ვიდეოს გადაიღებს და შემდეგ აქციას დაშლის, რათა შემდეგ ქუჩაში გამოსულები, სახლებში დაიჭირონ.
ამ რუსულ შავ ჭირს, მოიშორებს თუნდაც მხოლოდ 50 ათასი ისეთი ადამიანი, რომელიც შეიკრიბება და არაფრის გზით დაიშლება სანამ არ გაიმარჯვებს.
დაიწყეთ ამ 50 ათასმა მობილიზება. ნუ დაელოდებით სრულიად იმპოტენტ აპლომბიან იმბეცილებს. აიღეთ ქვეყნის ბედი თქვენს ხელში. ნუ მისცემთ ივანიშვილს შანსს ახალგაზრდების პროტესტი გაანეიტრალოს იაფი ნარკოტიკებით და ქოცენტრებში დასაქმებით. წადით ბოლომდე და ნურაფრის შეგეშინდებათ და აუცილებლად გაიმარჯვებთ!” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
paraleli პოლიტიკა