მედიასთან კომენტარში, საკონსტიტუციო სასამართლოს სასურველ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საუბრობს, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ზარქუა:
“საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს – ეს პარტიები, ნაცისტური პარტიები, ეს კოლექტიური ნაცმოძრაობა რაც არის, რომ მთლიანად აიკრძალოს და ამით ქვეყანა დამშვიდდეს, საზოგადოება დამშვიდდეს და ზოგადად, ადამიანები, რომლებიც საკუთარ ქვეყანას მტრობენ, ჩამოშორდნენ პოლიტიკას.
თქვენ იცით, არის მცდელობა, რომ დროში გაიწელოს… ის აბსურდული რაღაც თხოვნები რომ აქვთ მოსამართლეების მიმართ, ჯერ აცილებებით დაიწყეს უსაფუძვლოდ, უარგუმენტოდ… მაგრამ, ერთი კარგია, კიდევ ერთხელ, მორიგჯერ იყო ლუსტრაცია, რომ ისინი არიან ერთი ორგანიზმი, როგორც ბატონმა გვარამიამ ბრძანა, თურმე გახარიები და ეს დანარჩენები, “ლელო” და მთელი ეს საზოგადოება, ერთი ჯგუფი არიან, რასაც ჩვენ ვამბობდით წლების განმავლობაში, რომ დიახ, კოლექტიური ნაცმოძრაობა უნდა გასამართლდეს და ამით ქვეყანაც დამშვიდდება და რაც მთავარია, ახალ პოლიტიკურ ჯგუფებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ გამოვიდნენ ასპარეზზე“, – აცხადებს ირაკლი ზარქუა.
paraleli პოლიტიკა