ადვოკატმა სანდრო წერეთელმა წინასწარი მოთავსების იზოლატორში მოინახულა აქციებისას დაკავებული საბა სხვიტარიძე და ზურაბ დავითაშვილი.
ორივე მათგანი ნაცემია.
„ზურას, დაკავებისას სცემეს. სამწუხაროდ, ამაში ახალი არაფერია. საპატრულოს ორმა ნიღბიანმა, მანქანაში მოთავსების შემდეგ იდაყვები ურტყეს თავში, ყური აქვს გატეხილი. მერე აღმოჩნდა, რომ იცნეს ვინც იყო აღარ შეხებიან, მაინც ოლიმპიელი და მსოფლიო ჩემპიონია, შეეშინდათ ეტყობა“, — წერს ინწკირველი.
ამასთან, ინწკირველის თქმით, თუ აქამდე დემონსტრანტებს დაკავებისას ან სატრანსპორტო იზოლატორში სცემდნენ, საბა სხვიტარიძეს იზოლატორშიც გაუსწორდნენ.
„საბას დაკავებისას არ შეხებიან, მას შემდეგ რაც მიიყვანეს იზოლატორში, აიყვანეს მეხუთე სართულზე გამომძიებელთან შეადგინეს ოქმი, გამომძიებელმა ოთახი დატოვა, შემოვიდა რამდენიმე ნიღბიანი კრიმინალი. როგორც საბა იხსენებს საკმაოდ ნავარჯიშები, „გეგონება აქციიდან იყვნენ მოხსნილებიო” და სცემეს. თუმცა, აქ ეს არ დასრულებულა, რამდენიმე საათში მოკიდეს ხელი და ახლა უკვე მერვე სართულზე აიყვანეს, სადაც სთხოვდნენ, ეღიარებინა დანაშაული. საბამ გასცა საკადრისი პასუხი, რის შემდეგაც ისევ გავიდნენ ოთახიდან, შემოვიდნენ ნიღბიანები და ისევ სცემეს ურტყამდნენ ძირს დავარდნილს და ყველგან. აღარ არსებობს უსაფრთხო ადგილი ამ ქვეყანაში გარდა ქუჩისა, ჩვენი ერთად დგომა და ბრძოლა ახლა არის ჩვენი მთავარი იარაღი. ამ ბიჭებს და დანარჩენ 400 თანამებრძოლს ახლა ჩვენი იმედი აქვს“, — წერს ინწკირველი.