"ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა... დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ" - მურმან ჯინორია

2 weeks ago 15

სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­დე­გად მსა­ხი­ო­ბებ­მა თე­ატ­რა­ლურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­უ­წო­დეს, გა­ე­მიჯ­ნონ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რეპ­რე­სი­ულ პო­ლი­ტი­კას და და­იც­ვან მსა­ხი­ო­ბე­ბის, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბი... ambebi.ge მსახიობ მურმან ჯინორიას გაესაუბრა:

- ხვალ ხა­შურ­ში საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტი იმარ­თე­ბა, შე­მო­სუ­ლი თან­ხით გა­ჭირ­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს და­ეხ­მა­რე­ბი­ან. არც ვიცი, ვისი ორ­გა­ნი­ზე­ბით ტარ­დე­ბა, მაგ­რამ რად­გან საქ­ველ­მოქ­მე­დოა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას უყოყ­მა­ნოდ დავ­თან­ხმდი. ჯან­მრთე­ლო­ბა ხელს არ მი­წყობს, ძა­ლი­ან სუს­ტად ვარ, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წა­ვი­დე. ჰო­ნო­რა­რის ორი-მე­სა­მე­დიც გა­დავ­დე, მათ გა­დას­ცენ, ვი­საც ჭირ­დე­ბა. შობა-ახა­ლი წელი მო­დის და რა­ღაც რომ ჰქონ­დეთ.
- თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ებ­ზე რას იტყო­დით?
- მე­ცო­დე­ბა ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდო­ბა...

- რა­ტომ?
- იმი­ტომ, რომ მათი ცხოვ­რე­ბა ახლა იწყე­ბა. უნ­დათ ისე­თი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­დეთ, რო­გო­რიც თვი­თონ უნ­დათ. იმი­ტომ მე­ცო­დე­ბი­ან, ყვე­ლა­ფე­რი იქით­კენ, მათი სურ­ვი­ლე­ბის­კენ რომ არ მი­დის. ჩვენ არ ვი­ცო­დით სხვა ქვეყ­ნებ­ში რო­გო­რი ცხოვ­რე­ბა იყო, იმათ­მა იცი­ან და აქაც იგი­ვე უნ­დათ. ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლე­ბი, იდე­უ­რე­ბი არი­ან. ერ­თიც კი ვერ და­ვი­ნა­ხე მათ ქცე­ვა­ში ხე­ლოვ­ნუ­რო­ბა, მე­ტიჩ­რო­ბა... მათი ცხოვ­რე­ბა უნდა იყოს სხვა­ნა­ი­რი, აბა ჩემი ცხოვ­რე­ბა აწი რაღა არის? მე რაც შე­მეძ­ლო ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე ამ 50 წლის მან­ძილ­ზე... ეკ­რან­ზე, არ­სად გა­მო­ჩე­ნა არ მინ­და! ჯერ ისევ სცე­ნი­დან ვამ­ბობ სათ­ქმელს. მონო-სპექ­ტაკლში - „ქარი მწყუ­რია მე პირ­და­პი­რი“ ყვე­ლა­ფე­რია... - სა­ქარ­თვე­ლო, ურ­თი­ერ­თო­ბა, იმე­დი, სევ­და... ერთხელ გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძეს უთხრეს, ბა­ტო­ნო გა­ლა­კტი­ონ, თქვე­ნი ბი­ოგ­რა­ფია რომ და­წე­რო­თო და უპა­სუ­ხა, და­წე­რი­ლია ძა­მი­კო, ჩემს ათ ტომ­ში ყვე­ლა­ფე­რი წე­რი­აო... ასეა, ჩემს მონო-სპექ­ტაკლშიც ყვე­ლა­ფე­რია და ვი­საც ეს შან­სი არ აქვს, მან უნდა ისა­უბ­როს... გა­მო­ვალ, მა­ყუ­რე­ბელს ყვე­ლა­ფერს ასე ვე­ტყვი, მა­ყუ­რე­ბელ უმე­ტე­სად სულ ცრემ­ლე­ბი მოს­დის. ლექსს კი­თხუ­ლობ­დე და მა­ყუ­რე­ბელს ცრემ­ლი სდი­ო­დეს, ეტყო­ბა ჩვენს გე­ნი­ო­სებ­ში ისე­თი რამ არის, რაც ცრემ­ლებს გვრის ადა­მი­ანს.
- მსა­ხი­ო­ბე­ბის ნა­წი­ლი გა­ი­ფი­ცა, ძა­ლი­ან ხში­რად ის­მის გა­ჩერ­დით, გა­ი­ფი­ცე­თო...
- გი­თხა­რით, რა­საც ვა­კე­თებ, ხვალ აგერ მკვდა­რი კაცი მივ­დი­ვარ, გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს ოდ­ნავ ყოფა რომ შე­ვუმ­სუ­ბუ­ქო. რომ გა­ვა­ხა­რო, სუ­ლი­ე­რად და მა­ტე­რი­ა­ლუ­რად. ეს შე­მიძ­ლია გა­ვა­კე­თო და ამა­ზე უკან არა­სო­დეს და­ვი­ხევ, სა­ნამ სული მიდ­გას! ჩემს ხალ­ხს რომ მო­ვე­ფე­რო და იმე­დი მივ­ცე, მი­თხა­რით, ამა­ზე მეტი რა გა­ვა­კე­თო?! ვი­საც რა უნდა ის გა­ა­კე­თოს, მე ასე მსურს... მინ­და ჩემი ახალ­გაზ­რდო­ბა ბედ­ნი­ე­რი იყოს! კარ­გი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­დეთ. თუ სა­ზღვარ­გა­რეთ ის­წავ­ლი­ან, აქ მო­ვიდ­ნენ და თა­ვის ცოდ­ნა, გა­ნათ­ლე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი თა­ვის ქვე­ყა­ნას მო­ახ­მა­რონ. ახალ­გაზ­რდო­ბა ყო­ველ­თვის იმარ­ჯვებს, ასე ყო­ფი­ლა ის­ტო­რი­უ­ლად! სხვა იმ­პულ­სი აქვთ, ტვი­ნით კი არა, გუ­ლით გრძნო­ბენ, რაც უნ­დათ. ამი­ტო­მაც ისი­ნი ყო­ველ­თვის მარ­თლე­ბი არი­ან. და­ჩო­ქი­ლი ვუხ­დი მად­ლო­ბას, ასე­თი კარ­გე­ბი რომ არი­ან. გა­უ­მარ­ჯოს ჩვენს ახალ­გაზ­რდო­ბას! ღმერ­თმა სი­კე­თე მოგ­ვცეს, მშვი­დო­ბი­ა­ნი შობა და ახლი წელი...

სრულად წაკითხვა