გადაწყვეტილება მიღებულია - რას უპირებს "ლიონი" გიორგი მიქაუტაძეს

2 weeks ago 13

"Lyon Foot"-მა გიორგი მიქაუტაძესთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გაავრცელა. 

წყაროს ცნობით, "ლიონმა" ქართველ შემტევთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. 

როგორც ირკვევა, ფრანგული კლუბი ჟორჟის არც გაყიდვას და არც იჯარით გაშვებას არ აპირებს. 

მიუხედავად მედიაში გავრცელებული ინფორმაციისა, რომ მიქაუტაძის დამატებით ტურინის "იუვენტუსი" ინტერესდებოდა, ფრანგებს ევრო 2024-ის ბომბარდირის დათმობა არ სურთ. 

გარდა ამისა, როგორც გამოცემა წერს, სეზონის დარჩენილ ნაწილში კლუბის მთავარი მწვრთნელი, პიერ საჟი ჟორჟის აქტიურად გამოყენებას გეგმავს.

აქვე გეტყვით, რომ ქართველ თადამსხმელს "ლიონთან" კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს. 

სრულად წაკითხვა