,,გამორჩეული მოსწავლე იყო” – გარდაიცვალა 19 წლის ბიჭი

10 hours ago 3

ოზურგეთის მუმიციპალიტეტის სოფელ ბაილეთის საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს.

როგორც ირკვევა, გარდაიცვალა 19 წლის ახალგაზრდა.

,,რატომ უფალო“? გაგვეყინა სისხლი, გაჩერდა გულისცემა.კიდე ერთი სიცოცხლით, სიყვარულით, სითბოთი და სიკეთით სავსე ახალგაზრდა დააკლდა ჩვენს სოფელს. სიკვდილმა მიისაკუთრა ცხრამეტი წლის ნიკა დოლიძე. გამორჩეული მოსწავლე იყო, თბილი მორიდებული, ზრდილობით სავსე. დაგვიტოვა ლამაზი მოგონებები და დიდი გულის ტკივილი.

ბაილეთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეები, მშობლები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სკოლის კურსდამთავრებულის ნიკა დოლიძის გარდაცვალების გამო.გამძლეობა მის დედას, ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს.

უფალმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს ნიკუშას სულს”, – წერია სამძმრის წერილში.

სრულად წაკითხვა