"ყოველთვის გაეცემათ პასუხი" - ზარქუა და სანიკიძე გაბიტაშვილზე თავდასხმაზე

17 hours ago 2

„ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრები, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე აბუ-დაბიში მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილზე ფიზიკური თავდასხმის შემდეგ ვიდეომიმართვას ავრცელებენ და ამბობენ, რომ "ყოველთვის გაეცემათ პასუხი უსამშობლოებს".

ზარქუამ და სანიკიძემ ეს ვიდეომიმართვა მას შემდეგ გაავრცელეს, რაც სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა ადგილობრივი პოლიციის თანამშრომელს ესაუბრება. ფოტოს ავთენტურობა ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის.

"ჰო, რაღაც ინციდენტი მოხდა, არ არის ეს საამაყო, უბრალოდ, ერთი რამ უნდა ვიცოდეთ ყველამ-ქართველები ვართ, თავმოყვარე ერი, როდესაც ჩემს ოჯახს, ჩემს ახლობლებს ეხებიან, ყოველთვის პასუხი გვექნება და ასე გავცემთ ყოველთვის პასუხს. ეს არის და ეს“, - ამბობს ზარქუა ვიდეოში, სადაც ასევე საუბრობს დეპუტატი სანიკიძეც, რომელიც იმეორებს, რომ "უსამშობლოებს პასუხი ყოველთვის გაეცემათ".

"მადლობა გვერდში დგომისთვის, ყველაფერი კარგად არის. როგორც ირაკლიმ თქვა, ყოველთვის გაეცემათ პასუხი ამ უსამშობლოებს, სადაც არ უნდა ვიყოთ. მადლობა კიდევ ერთხელ და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება".

სრულად წაკითხვა