66 წლის ასაკში გარდაიცვალა რუსი დიპლომატი, რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში ალექსანდრ დარჩიევი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, „გამოჩენილი დიპლომატი“ და „უმაღლესი პროფესიონალი“ ალექსანდრ დარჩიევი „მოულოდნელად გარდაიცვალა“ 11 ნოემბერს.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ 11 ნოემბერს ღამით ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ ალექსანდრ დარჩიევი მოსკოვში გარდაიცვალა „ქრონიკული დაავადებით“.
ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის ინფორმირებული წყაროს ცნობით, ალექსანდრ დარჩიევი ვაშინგტონიდან მოსკოვში დაბრუნდა ხანგრძლივი დაავადების მკურნალობის მიზნით.
ალექსანდრ დარჩიევი აშშ-ში რუსეთის ელჩი იყო 2025 წლის მარტიდან. ელჩად დანიშვნამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელობდა ჩრდილოეთ ამერიკის დეპარტამენტს.
ამ დეპარტამენტის დირექტორის სტატუსით დარჩიევი რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა შეერთებულ შტატებთან სტამბოლში 2025 წლის თებერვალში გამართულ მოლაპარაკებაზე, რომელიც ეხებოდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ქვეყნებს შორის შეწყვეტილი ურთიერთობების აღდგენას და საელჩოების მუშაობის განახლებას.
radiotavisupleba ახალი ამბები