ყიფშიძის ქუჩაზე მოკლული 80 წლამდე კაცი ე.წ. კანონიერი ქურდის, გოგი ჩიქოვანის ძმაა
შემთხვევა ცოტა ხნის წინ ყიფშიძის 9-ში მოხდა. როგორც შსს-ში გვითხრეს, უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მათივე ცნობით, მკვლელობა ცხელ კვალზეა გახსნილი და სავარაუდო ბრალდებული გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში. „ტარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები“ – აცხადებენ შსს-ში.
pozitivi.ge