WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ვაკეში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით მედიაში მოკლული კაცის სიძის კომენტარი ვრცელდება.

„ცუდად არისო, მეგონა თავიდანვე შეტევა. მე მეგონა, წამლებს, რაღაცებს რომ სვამდა… ინსულტია და რამე, რა ვიცი“, — ამბობს დავით შელია.

მოკლული კაცის სიძისთვის არაფრის მთქმელია დაკავებულის ვინაობაც. ის ამბობს, რომ გარდაცვლილი კაცი ავტორიტეტული ფიგურა იყო, ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა, კერძოდ სპირტის ბიზნესში იყო. მაგრამ დაანება თავი ყველაფერს და „პენსიაზე გავიდა“.

სიძის თქმითვე, მოკლული ვახტანგ ჩიქოვანი 80 წლამდე იყო და მას შესაძლოა, დანა დაარტყეს.

როგორც შსს ადასტურებს, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. შემთხვევა დღეს, 18 ნოემბრის საღამოს, ყიფშიძის ქუჩაზე მოხდა.

მკვლელობის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობას აგრძელებენ.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითაა აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 10-დან 15 წლამდე.