გიორგი ვაშაძე – “ჩვენი მოქალაქეების უწყვეტმა, მრავალკვირიანმა პროტესტმა შედეგი გამოიღო”

2 weeks ago 11

არ დარჩა ქართულ საზოგადოებაში არცერთი პროფესიული თუ საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც ღიად არ გამოხატავს პროტესტს”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს.

ვაშაძის თქმით, ივანიშვილის თვითგამოცხადებული პარლამენტის მიერ ფიქტიური პრეზიდენტის არჩევა არაფერს ცვლის:

ჩვენი მოქალაქეების უწყვეტმა, მრავალკვირიანმა პროტესტმა შედეგი გამოიღო. თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას არ აქვს აღიარება არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ.

საერთაშორისო ოფიციალურ დოკუმენტებში მათ მოიხსენიებენ როგორც ივანიშვილის “ქართულ ოცნებას”.

დაიწყო სხვადასხვა ქვეყნების მიერ, მათ შორის აშშ-ს მხრიდან, დემოკრატიის ხელისშემშლელი და ძალადობაში მხილებული მაღალაჩინოსნების დასანქცირება.

არ დარჩა ქართულ საზოგადოებაში არცერთი პროფესიული თუ საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც ღიად არ გამოხატავს პროტესტს.

ივანიშვილს ფაქტობრივად შემოეცალა ე.წ. კარის ინტელიგენცია და დარჩა რამდენიმე ათასი დაქირავებული ავაზაკის ამარა. შესაბამისად, ივანიშვილის თვითგამოცხადებული პარლამენტის მიერ ფიქტიური პრეზიდენტის არჩევა არაფერს ცვლის.

პროტესტის შედეგები სახეზეა, ამიტომ ახლა პროტესტი არა მარტო არ უნდა შეწყდეს ან შერბილდეს, არამედ უნდა გახდეს უფრო პრინციპული იმისათვის, რომ მივაღწიოთ:

1. პოლიტპატიმრების გათავისუფლებას;
2. ახალ არჩევნებს;
3. ევროპისკენ დაუბრკოლებელ სვლას.” – განაცხადა ვაშაძემ.

პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

სრულად წაკითხვა