გიორგი მიქაუტაძის ლიონმა ევროპის ლიგის ეგიდით მორიგი გამარჯვება ჩაიწერა. მათ ამჯერად გერმანული ფრანკფურტის აინტრახტი დაამარცხეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი სასტარტოში არ ყოფილა. მწვრთნელმა ის მინდორზე მატჩის მე-80 წუთზე შეუშვა და გიორგის გატანის შანსი ამ მცირე დროშიც შეექმნა.
ჟორჟმა ვერ გაიტანა, თუმცა ლიონმა საბოლოოდ 3 ქულა მაინც აიღო, - 3:2. ფრანგები ახლა გათამაშების ცხრილის მე-4 ადგილს 13 ქულით იკავებენ.
რაც შეეხება მიქაუტაძეს, მას შეფასების დონეზე 6.7 ქულა დაუწერეს.