გიორგი ნაზღაიძემ მოძალადე სპეცრაზმელების სიაში ძმა აღმოაჩინა

2 weeks ago 7

“ჩემი ძმის მაგივრად მე გიხდით ბოდიშს” – ამბობს ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე, რომელმაც დამრბევი სპეცრაზმელების სიაში საკუთარი ძმა აღმოაჩინა.

ნაზღაიძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ ძმასთან ოჯახს წლებია არ აქვს კავშირი და მათთვის მისი სახელისა და გვარის ნახვა ამ სიაში მოულოდნელი იყო

“ყველა სათანადოდ უნდა დაისაჯოს და უნდა გამოქვეყნდეს მათი სურათები… ყველა გამოდით ვინც ამოიკითხეთ თქვენი ოჯახის წევრები, რაც არ უნდა მძიმე იყოს, გამოდით და თქვით, რომ იმას იცნობთ” – ამბობს ნაზღაიძე.

შეგახსენებთ, „მთავარმა არხმა“ მოიპოვა იმ სპეცრაზმელებისა და მათი ხელმძღვანელების სია, ვინც ამ დღეების განმავლობაში აქციის მონაწილეებს არბევდნენ. სია „მთავარ არხს“ შსს-დან ფარულად მიაწოდეს.

სრულად წაკითხვა