4
ჟურნალისტი, გურამ როგავა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულად ცნო.
როგორც როგავა სოციალურ ქსელში წერს, ის უწყებაში 15:00 საათზეა დაბარებული.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შემატყობინა, რომ დაზარალებულად მცნეს. დღეს, 3 საათზე ვარ დაბარებული უწყებაში, გავარკვევ, რა მუხლებით მიმდინარეობს გამოძიება და რა არის სიახლე. დეტალებს გაგაგებინებთ!“ – წერს გურამ როგავა.
ცნობისთვის, ჟურნალისტი გურამ როგავა 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის ღონისძიების მიმდინარეობისას პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა.