ევროკავშირის ლიდერებმა სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს „სტუდენტურ სიას“ და სერბეთს დაჰპირდნენ მხარდაჭერას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინსვლისთვის.
- სტუდენტების ინიციატივით შექმნილმა ახალმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა მოძრაობამ, „სტუდენტური სია“ სერბეთში 25 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად შეძლო პრეზიდენტ ვუჩიჩის მმართველი „პროგრესული პარტიის" დამარცხება.
ევროპული საბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტებმა ანტონიუ კოშტამ და ურზულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელ X-ში თავიანთ ოფიციალურ გვერდებზე გამქვეყნებულ ერთნაირი შინაარსის ტექსტში ხაზი გაუსვეს სერბეთის ხალხის სარეკორდო აქტივობას საკუთარი ქვეყნის მომავლის ფორმირებისთვის და „სტუდენტურ სიას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს.
კოშტა და ფონ დერ ლაიენი მზადყოფნას აცხადებენ, მხარი დაუჭირონ რეფორმებს კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლების, კორუფციასთან ბრძოლისა და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების სფეროებში და ითანამშრომლონ ევროკავშირში სერბეთის მომავლის წინსვლისთვის.
„სტუდენტურ სიას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ევროკომისარმაც გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა. მისი განცხადებით სერბეთისთვის შესაძლოა დაიწყოს ახალი თავი, ევროკავშირის კარი ღიაა და მზად არიან წინ ერთად იარონ.
radiotavisupleba ახალი ამბები