“ერთი გამხდარა ჯერ ცუდად,როგორ ვერავინ მიხვდა რომ..” – გუდაურში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები: რა არის გარდაცვალების პირველადი ვერსია

1 week ago 6

გუ­და­ურ­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ ტრა­გე­დი­ა­ზე ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ფარ­თში 12 ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი იპო­ვეს, მათ­გან 11 უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეა, ერთი კი – სა­ქარ­თვე­ლოს.ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, პირ­ვე­ლა­დი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით ცხედ­რებს ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი არ აღე­ნიშ­ნე­ბათ.
“გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ძი­ნე­ბე­ლი ოთა­ხე­ბის სი­ახ­ლო­ვეს, შიდა, და­ხუ­რულ სივ­რცე­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო გე­ნე­რა­ტო­რი, რო­მე­ლიც გუ­შინ, სა­ვა­რა­უ­დოდ მას შემ­დეგ ჩარ­თეს, რაც ობი­ექტს დე­ნის მი­წო­დე­ბა შე­უ­წყდა.გარ­დაც­ვლი­ლი 12 პი­რი­დან 11 უცხო ქვეყ­ნის,

ხოლო ერთი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა.

ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, ად­გილ­ზე მუ­შა­ო­ბენ ექ­სპერტ – კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი, მიმ­დი­ნა­რე­ობს საქ­მეს­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი პი­რე­ბის გა­მო­კი­თხვე­ბი. და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი. ასე­ვე გარ­დაც­ვა­ლე­ბის ზუს­ტი მი­ზე­ზის და­სად­გე­ნად და­ნიშ­ნუ­ლია სა­სა­მარ­თლო- სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა” – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

AMBEBI.GE დე­ტა­ლე­ბის გა­სარ­კვე­ვად ყაზ­ბე­გის მერს, ბა­კურ ავ­სა­ჯა­ნიშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და:

– უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და გუ­და­ურ­ში, ინ­დო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან გარ­დაც­ვლი­ლე­ბი, სულ 12 ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი, მათ­გან ერთი ქარ­თვე­ლია, და­ნარ­ჩე­ნე­ბი ინ­დო­ე­ლე­ბი არი­ან. მათ ნა­ქი­რა­ვე­ბი ჰქონ­დათ კო­ტე­ჯი, რო­გორც ვიცი ეს კო­ტე­ჯი არის ად­გი­ლობ­რი­ვის, გვა­რად მარ­სა­გიშ­ვი­ლის. თვი­თონ ეს ადა­მი­ა­ნი სხვა­გან ცხოვ­რობს და ეს კო­ტე­ჯი მი­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ჰქონ­და მათ­თვის. რო­გორც შე­ვი­ტყვე, მათ პა­ტა­რა ბიზ­ნე­სი ჰქონ­დათ, ამ­ბო­ბენ, კა­ფეს ამუ­შა­ვებ­დნე­ნო და ნა­ქი­რა­ვე­ბი ჰქონ­დათ რო­გორც კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თი, ასე­ვე კო­ტე­ჯი, სა­დაც ღა­მით იძი­ნებ­დნენ.

ახა­ლი გუ­და­უ­რის ასავ­ლელ­თან მდე­ბა­რე­ობს ეს კო­ტე­ჯი. გუ­შინ იყო ძლი­ე­რი ქარი მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე გუ­და­ურ­შიც და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დით გა­ი­თი­შა ელექტრო­ე­ნერ­გია. რო­გორც ირ­კვე­ვა, მათ ჩარ­თეს შიგ­ნით, შე­სას­ვლელ ოთახ­ში გე­ნე­რა­ტო­რი და თა­ვი­ან­თი ოთა­ხე­ბის კა­რე­ბი ღია ჰქონ­დათ. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი საკ­მა­რი­სი იყო იმის­თვის, რომ ამ გა­მო­ნა­ბოლ­ქვით მო­წამ­ლუ­ლიყ­ვნენ.

ამ დრო­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სწო­რედ ამით არი­ან გარ­დაც­ვლი­ლე­ბი. ყვე­ლა­ნი ად­გილ­ზეა და­ღუ­პუ­ლი. გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის არი­ან რო­გორც მა­მა­კა­ცე­ბი, ასე­ვე ქა­ლე­ბი. ეტყო­ბა ერთი ცუ­დად გახ­და, მაგ­რამ მან გა­მოს­ვლა გა­რეთ მა­ინც ვერ შეძ­ლო და გო­ნე­ბა და­კარ­გა. ბი­ნა­ში სულ ორ ადა­მი­ანს აე­რია გული, ცუ­დად გახ­და. შიგ­ნით არის გე­ნე­რა­ტო­რი ჩარ­თუ­ლი, ერთი მა­ინც რო­გორ ვერ მიხ­ვდა, რომ ეს კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ შე­იძ­ლე­ბო­და. გა­მო­ნა­ბოლ­ქვით არი­ან გარ­დაც­ვლი­ლე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თველს, ქალ­ბა­ტო­ნია. რო­გორც ჩანს, ისიც მათ­თან მუ­შა­ობ­და და ერთი კო­ტე­ჯი მთლი­ა­ნად ჰქონ­დათ ნა­ქი­რა­ვე­ბი. ახლა და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა. მძი­მე ტრა­გე­დი­აა.
წყარო:geonews.site

სრულად წაკითხვა