» ჯანქი » "ეს ხდება როცა დაღესტანელი ქართველს ხვდება" - ილია თოფურია
დღეს გამთენიისას UFC 311-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.
მერაბის გამარჯვებას გამოეხმაურა მეორე ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია:
"მერაბ, ძმაო, რა მებრძოლი ხარ, ჩვენ შენით ვამაყობთ, ეს ხდება, როცა დაღესტნური ჭიდაობა ქართულს ხვდება" - წერს ილია თოფურია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ მერაბის ანგარიშზე MMA-ში 19 გამარჯვება და 4 მარცხია. ნურმაგომედოვისთვის ეს MMA-ში პირველი მარცხი იყო, აქამდე რუსი მებრძოლის ანგარიშზე 18 გამარჯვება და 0 მარცხი იყო.