დათო გორგილაძის მეუღლე, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი სამსახურიდან გაანთავისუფლებს.
აღნიშნულს დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ნინიას დაჩაგვრის მცდელობას ყველას ცხვირში ამოადენს.
“15 წელია მე და ნინია ერთად ვართ.ალბათ ყველაზე მამაცი, გონიერი და პრინციპული ადამიანია, ვისაც შევხვედრივარ.მას ჩემი დახმარება დიდად არაფერში სჭირდება, მაგრამ მე ჩემსას ვიტყვი:როცა მე მლანძღავენ, უსამართლოდ მექცევიან და მემუქრებიან, ხშირად არ ვპასუხობ ხოლმე. აგერ, ერთი წლის წინ მეც გამომაგდეს პირველი არხიდან.
ხმა არ ამომიღია, სიამაყემ არ გამიშვა, მეთქი განაწყენებული ტიპის პოზიციიდან გამოჩნდება.ბოროტი ადამიანი არ ვარ, მაგრამ ვარ შურისმაძიებელი (როცა ჩემთვის ძვირფას ადამიანებს ეხება საქმე) და კარგი მახსოვრობა მაქვს.
ჰოდა, გეფიცებით, ცხვირში ძმრად ამოგადენთ ნინიას დაჩაგვრის მცდელობას - ყველას, ვინც ეს მოინდომა და ასევე იმ ლაჩარ, ფლიდ მოხელეებს, მეგობრებად რომ იწოდებოდით, ახლა პირად მიმოწერებში სახეს იხოკავთ და საჯაროდ ჩასვრილები ხართ.
შეგახსენებთ,"ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების" დირექტორს, ნინია მაჭარაშვილს თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს - წერს დათო გორგილაძე.