საქართველოს კომუნიკაციების კომისიის წევრი, ივანე მახარაძე განცხადებას ავრცელებს მიმდინარე მოვლენებზე.
იგი გმობს „მომიტინგეებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობას და ფიზიკურ ანგარიშსწორებას“.
„საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. მივიჩნევ, რომ ევროპის კავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების საკითხის გადადება, დღის წესრიგიდან მოხსნა ან არდაყენება ვერ უზრუნველყოფს საქართველოს ევროპის კავშირში ინტეგრაციას.
საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება. ვგმობ მომიტინგეებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობას და ფიზიკურ ანგარიშსწორებას. აუცილებელია უზრუნველყლფილი იყოს მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება.
ხელისუფლების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირები, ვალდებულნი არიან შეასრულონ კონსტიტუციის მოთხოვნები“, – წერს იგი.