პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის დარჩება პოსტზე, მანამ სანამ ახალი არჩევნების შედეგად არჩეული ლეგიტიმური პარლამენტი არ აირჩევს მის შემცვლელს.
„ვრჩები როგორც თქვენი პრეზიდენტი. არ არსებობს ლეგიტიმური პარლამენტი, არალეგიტიმური კი ვერ აირჩევს ახალ პრეზიდენტს. ინაუგურაცია ვერ იქნება. ჩემი მანდატი გრძელდება მანამ, სანამ არ იქნება ლეგიტიმური პარლამენტი, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს ჩემ შემცვლელს“, – განაცხადა მან 30 ნოემბრის მიმართვაში.