ცოტა ხნის წინ თითქმის ყველა სოციალურ პლატფორმაზე გავრცელდა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გადაღებული ვიდეო. ტიკ-ტოკის რამდენიმეწამიან ვიდეოში ჩანს სპეცრაზმთან მდგარი ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც ძალოვანი ხელით ანიშნებს რომ მიუახლოვდეს და კამერის წინ ერთად პოზირებენ.
“თანამედროვე რომელო და ჯულიეტას“ სახელით გავრცელებულ ვიდეოს დღეს 10 მილიონი ნახვა აქვს. ამასთან, ის ძალიან ცნობილმა გლობალურმა გვერდებმა და ინფლუენსერებმა გააზიარეს.
როგორც აღმოჩნდა, კადრებში ასახული მთავარი გმირი, პეტრე კოლხის ქალიშვილი -მარიამ კვარაცხელიაა, რომელმაც ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსლეში ვიდეომიმართვა გაავრცელა და "სპეცრაზმის რომანტიზების გამო" ბოდიში მოიხადა.
"სპეცრაზმელის გარომანტიზება ამ სიტუაციაში არის მავნებლობა. გულწრფელად ვწუხვარ, რომ ამას შევუწყვე ხელი. შევხვდებით აქციებზე
ძალიან ბევრი დაუმსახურებელი კრიტიკა მივიღე. თუმცა ზოგი იყო დამსახურებული კრიტიკა. მოვახდინე სპეცრაზმის რომანტიზირება. ჩემი მიზანი ეგ არ ყოფილა, სიმღერაც ისე ავარჩიე, რომ ხაზი გავუსვი, რომ ჩემთვის ეს ადამიანები არიან კრიმინალები. უკანონო დავალებას ასრულებენ.
ჩავთვალე რომ სახალისო ვიდეო იყო, ნაწილმა ჩათვალა, რომ პროცესისთვის დამაზიანებელი იყო. უბრალოდ ვიდეოს წაშლას აზრი აღარ ჰქონდა. ამ ვიდეოდან 15 წუთში დაგვარბიეს, მე გამოვიყურებოდი ამ მდგომარეობაში.
გამიმართლა, რომ გაზისგან მივიღე დაზიანებები და არ მოვყოლივარ ცემის ნაკადში, რასაც სპეცრაზმი ყოველდღე ახორციელებს. გაქცევა მოვასწარი. ვიაზრებ, რომ ამ პერიოდში, ვიდეოს დადება სისულელე იყო, ამის გამო ბოდიშს ვიხდი, რადგან „ქოცების“ პროპაგანდა კარგად ვიცი. არავინ გაბედოს და არ დამიწეროს, რომ მე ლიბერალური ფაშიზმის მსხვერპლი ვარ, დამაბულინგეს და ამიტომ ჩავწერე ვიდეო. მე ვერავინ დამაბულინგებს ისე, რომ რამე ჩემი აზრის საწინააღმდეგო მათქმევინოს. ამიტომ გთხოვთ ეს ნარატივი არ გაავრცელოთ - ამბობს მარიამი ვიდეომიმართვაში.