ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს პარტიის შექმნისაკენ მოუწოდებს

4 hours ago 3

სალომე ზურაბიშვილი პროევროპული აქციების მონაწილეებს პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებისაკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან ზუგდიდში განაცხადა, სადაც დღეს, 11 იანვარს თავადაც შეუერთდა საპროტესტო აქციას და სიტყვით გამოვიდა.

“ეს არის მთლიანად საქართველოს პროტესტი, რომელიც ბოლო შედეგამდე მიგვიყვანს. და რა არის ბოლო შედეგი, მშვიდობიანი გამოსავალი უდიდესი კრიზისიდან? ეს არის თავისუფალი არჩევნები. იმისთვის რომ ამას მივაღწიოთ, მზად უნდა ვიყოთ. საკმარისი არაა ვიძახოთ არჩევნები, არჩევნები. არჩევნებს უნდა მზადება ყველა მხრივ. ამაშიც მე მზად ვარ რომ დაგეხმაროთ. საჭიროა თქვენი ძალები გამოჩნდეს, რომ ვიცოდეთ ვინ ხართ, სად ხართ და შემდეგ არჩევნებზე აღარ იყოს იმაზე ლაპარაკი, რომ მე ეს პარტია არ მომწონს, ის არ მომწონს. თუ არ მოგწონთ, ჩამოაყალიბეთ, თქვენი ჯერი მოვიდა!’, – განაცხადა მე-5 პრეზიდენტმა და დასძინა, რომ პოლიტიკურ სპექტრში უკვე არსებულ პარტიებსაც ექნებათ თავიანთი ადგილი, რადგან  მრავალფეროვნება ამ ქვეყნის სიძლიერეა.

“მაგრამ ნამდვილად საჭიროა ახალი პარტიები, რომლებიც ასახავს ახალ საქართველოს, რომელიც ახლა იბადება. საჭიროა მზადყოფნა [ახალი არჩევნებისთვის] საჭიროა დამკვირვებლები. კარგია [აქციაზე] დგომა, მაგრამ უკეთესია მომზადება. მოუმზადებლები არ უნდა აღმოვჩნდეთ შემდეგი არჩევნებისთვის”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

სრულად ზუგდიდში მის გამოსვლას მოუსმინეთ ამ ბმულზე:

სრულად წაკითხვა