თუ გგონიათ, გვაიძულებთ ის მოვიწონოთ, რასაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ვებრძოდით, ცდებით – ირმა ინაშვილი

2 weeks ago 12

წაკითხვა: 6

ირმა ინაშვილის გამოხმაურება თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და სამოქალაქო დაპირისპირებაზე:

“თუ გგონიათ, გვაიძულებთ ის მოვიწონოთ, რასაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ვებრძოდით, ცდებით. არც პოლიციას უნდა ურტყან და არც პოლიციამ უნდა ურტყას! ძალოვანს კიდევ მეტი მოეთხოვება, ვინაიდან ის წესრიგის დამცველია და ზომიერება ყოველთვის უნდა დაიცვას, წაქცეულ ბავშვს კი არ უნდა ურტყას წიხლი. ამიტომ მოვიშორეთ სააკაშვილი, იქნება აღარ გახსოვთ?!

წინ კიდევ უფრო მძიმე პროცესები გველის, სამწუხაროდ და ამის მიზეზებზე სხვა დროს დავწერ. 12 წელი კოაბიტაციას რომ გაჰკიოდნენ, ესაა მთავარი მიზეზი. სრულიად არამართალი ხალხი აქციეს დღეს ლიდერებად. “ოცნებამ” გააკეთა ეს, მე არ გამიკეთებია.”- წერს “პატრიოტთა ალიანსი”-ს მთავარი მდივანი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა