WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე ერევანში ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ფოტო საქართველოში ირანის საელჩომ გაავრცელა.

საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ირანს შორის თანამშრომლობისა და ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს.

კობახიძე ერევანში გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის (COP17) ლიდერთა სამიტში მონაწილეობს.

ირანის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ამ ეტაპზე ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

მასალა განახლდება