2024 წელი სრულდება, ეს წელი ჩვენი ნაკრებისთვის და ინდივიდუალურად ფეხბურთელებისთვის ძალიან წარმატებული იყო.
დაწყებული მარტიდან, როცა ნაკრები პირველად გავიდა დიდ ტურნირზე, ხოლო შემდეგ ევრო 2024-ის ჯგუფიდანაც გავედით.
თუმცა საინტერესოა, თუ რომელმა ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა ყველაზე მეტი გოლი 2024 წელს. ტოპ ჩემპიონატებში
პირველი ორი, ვინც თავში მოგვდის, რაღა თქმა უნდა, გიორგი მიქაუტაძე და ხვიჩა კვარაცხელია არიან.
ჟორჟმა 2024 წელი "მეცის" რიგებში დაიწყო. ის ამ დროს ჯერ კიდევ ამსტერდამის "აიაქსის" საკუთრება იყო, თუმცა, მოგეხსენებათ, მას შანსი არ მიეცა და 6 თვის შემდეგ იჯარით კვლავ ფრანგულ გუნდში დაბრუნდა, რის შემდეგაც ის სრულიად გამოისყიდეს და შემდეგ "ლიონში" გაყიდეს. რაც შეეხება მის შედეგიანობას: მიქაუტაძემ "მეცში" დაბრუნების შემდეგ დაიწყო გოლების გატანა. კალანდრულ წელიწადში ქართველმა ბომბარდირმა კლუბსა და ნაკრებში ჯამურად 27 გოლი გაიტანა. აქედან 7 საქართველოს ნაკრებში, 7 "ლიონში" და 13 "მეცში".
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, კვარამ 2024 წელი კრიზისში მყოფ "ნაპოლიში" დაიწყო. გუნდს სხვადასხვა მიზეზების გამო ვიქტორ ოსიმენი ვერ/არ ეხმარებოდა, ასევე კიმ მინ ჯემ და ლუჩანო სპალეტიმ გუნდი დატოვეს, რამაც ძალიან რთული ვითარება შექმნა. რთულ მდგომარეობაში მყოფ "პარტენოპეიში" ერთადერთ ნათელ წერტილად ყველას ქართველს მიიჩნევდა. ამ წელს კვარამ 3 მწვრთნელი გამოიცვალა. მიუხედავად სირთულეებისა, ხვიჩამ 2024 წელს 12 გოლი გაიტანა. აქედან 2 გოლი საქართველოს ნაკრებში, 10 კი "ნაპოლიში".
2024 წლის ქართველი ბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე გახდა, ჩვენს ისღა დაგვრჩენია, რომ 2025 წელს ყველა ქართველ ფეხბურთელს წარმატებები ვუსურვოთ.