რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე. მორიგი შეტევა გასული ღამიდან დაიწყო.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ტელეგრამ-არხზე 21 ოქტომბერს გამთენიისას გამოქვეყნებული ცნობებით, დრონი მოხვდა 24-სართულიან სახლს, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა. დარტყმა იყო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტზეც. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
კიევზე რუსული დრონებით ინტენსიური შეტევა იყო 20 ოქტომმერსაც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სამიზნეებს შორის იყო ენერგოობიექტი და საწყობები. კიევის მერის, კლიჩკოს ცნობით, დღის განმავლობაში დაიღუპა ერთი და დაიჭრა 12 ადამიანი, რომელთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა.
radiotavisupleba ახალი ამბები